"მომხდარიდან 5 წუთში როგორ გაირკვა რომ თავი მოიკლა?" - ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

"მომხდარიდან 5 წუთში როგორ გაირკვა რომ თავი მოიკლა?" - ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი დღეს სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქმის თვითმკვლელობის მუხლით აღძვრას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"მახოვს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზურაბ ჟვანიას საქმეზე პრესკონფერენციაზე ნაჩქარევად გაკეთებული განცხადება (მისი გაზით მოწამვლის შესახებ ) იყო, ამჯერად მაინტერესებს. მომხდარიდან 5 წუთში როგორ გაირკვა რომ თავი მოიკლა? ამ მუხლით რატომ აღიძრა საქმე?

ვინც ეროსის იცნობს ან იცნობდა ვერასოდეს დაიჯერებს თვითმკვლელობის ვერსიას. ძალიან საეჭვოა!", - წერს ნანუკა ჟორტჟოლიანი.

იგივე პოზიციას იზიარებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი:

"შსს-ს ძალიან სწრაფად ხომ არ მოსდის დასკვნის გამოტანა?", - წერს ბარნოვი.

გულუბრყვილობას უწოდებს "თვითმკვლელობის ვერსიას" კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია.

"გამოძიებას არც დაელოდნენ და ეგრევე "თვითმკვლელობის ვერსია" გვაჯახეს. რბილად რომ ვთქვათ "გულუბყვილობა" ქვია მაგას. ოღონდ ძალიან რბილად

სხვას ვერაფერს დავწერ.

ამასობაში ჟვანიას საქმე სულ დაავიწყდათ? დღეს არა და ხვალო გვპირდებოდნენ, ან პატიმრების წამების საქმე... ხო არ გამომრჩა რამე?

მგონი მართლა "ტრაკების შოუს" ღირსები ვართ", - წერს გვახარია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს