ივანიშვილმა კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მოიშორა? - ლევან რამიშვილის ვერსია

ივანიშვილმა კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მოიშორა? - ლევან რამიშვილის ვერსია

"თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი ლევან რამიშვილი ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

"ბუნებრივია, რომ პოლიცია მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, აბა ივანიშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად გზის გაწმენდის ვერსიაზე ხომ არ იმუშავებენ? ის ბრძენი კაცი, ბატონი ბიძინა განა ამის მკადრებელია? ვინმეს მართლა ხომ არ ჰგონია 90-იანი წლების რუსეთში ქონება ამ მეთოდებით დააგროვა?", - წერს რამიშვილი.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი დღეს სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: შსს-ს პირველი ოფიციალური ვერსია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს