"რამდენჯერმე ვიჩხუბეთ მაგრად, რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ... თავი არ მოუკლავს" - ცნობილი ადამიანები კიწმარიშვილის სიკვდილზე

"რამდენჯერმე ვიჩხუბეთ მაგრად, რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ... თავი არ მოუკლავს" - ცნობილი ადამიანები კიწმარიშვილის სიკვდილზე

სციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამბავს კვლავ აქტიურად განიხილავენ.

კახა ბენდუქიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი:

"ეროსი კიწმარიშვილი გავიცანი 2004 წლის თებერვალში, მოსკოვში. ოფიციალური ქართული დელეგაციის წევრი იყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე ვიკამათეთ, რამდენჯერმე ვიჩხუბეთ მაგრად, რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ.

არ იყო იოლი და მარტივი ადამიანი. იოლი და მარტივი ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ.

ღმერთი შეუნდობს, რაც შესანდობია.

თავის მოკვლას არა, ვინაიდან თავი არ მოუკლავს.

როგორ უნდა წარმოიდგინო ეროსის თავი რომ მოეკლა?!".

ნინო დანელია, მედიაკრიტიკოსი:

"ეროსი იყო ყველაზე მაგარი ტელევიზიის შემქმნელი. მას და მის გუნდს რომ შეეძლო, ისე არავის არ გამოსდოდა ეს საქმე. საკაბელო ტელევიზიის შექმნაზე ფიქრობდაო... ნეტავ თუ არის ერთი ადამიანი მაინც, ვინც ეროსის იცნობდა და სჯერა, რომ მისი ასეთ სასოწარკვეთილებაში ჩაგდება შესაძლებელი იყო კითხვები ძალიან ბევრი მაქვს. პასუხების მოლოდინი ნაკლებად.

რაც მთავარია და ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის, ყოველ ჩვენგანს საკუთარი პასუხები ექნება ამ შეკითხვებზე ...".

თინა მახარაძე, მსახიობი:

"ხო.. ახლა ვნახე ეს ყველაფერი.

ჩემებისგან ვიცი,რომ ჩემი დაბადება დედაჩემს სულ პირველმა ეროსიმ მიულოცა პალატაში. ესეთი ნიუანსები მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მეტად საშიშ და გულისამრევ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ესე მგონია".

გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი:

"აუუუუ ეროსი… ორი დღის უკან დამირეკა, საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ დიდ "ავიაციაში" ვბრუნდები და ჩემს გვერდით ხო იქნებიო… და თუ იმ მეცხრეს ხალხით დააკომპლექტებ ვინც ახლა უმუშევრად ზის ბაზარი არაა მეთქი…

ფაქტი ერთია, ის რაც ეროსიმ შექმნა ტელევიზიის "სტილი" რუსთავი ორზე… დღემდე ზუსტად იმ "სტილით" და მანერით მუშობენ ქართული ტელევიზიები აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო გამოჩვება და ქართველი ტელეჟურნალისტების 80% … აგე ბატონო აპირებდა ახლის, თანამედროვეს და განსხვავებული სტილის ტელევიზიის გაკეთებას და აცალა ვინმეემ?".

სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი:

"ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება არა მხოლოდ ტრაგედიაა მის ოჯახისთვის - რომელსაც ვუსამძიმრებ და მის მეგობრებისთვის, არამედ შოკისმომრველი ფაქტი საზოაგდოებისთვის. მეც ბევრსავით - თუმცა ვერ დავიბრალებ ახლობლობას, მაგრამ შეხვედრილი ვარ 2009 წლის მოვლენების დროს, როცა ტელევიზიის შექმნის გეგმებით აპირებდა ოპოზიციურ ბრძოლაში ჩართვას - ძნელად დასაჯერებლად მიმაჩნია მისი პიროვნებიდან გამომდინარე (ან თუნდაც ქვემოდ ხსენებული განცხადების წაკითხვის მერე) თვითმკლელობის ვერსია... და საერთოდ - ჟვანიას საქმეში არ იყოს - ნაადრევად გამოცხადებული რამე ოფიციალური ვერსია - სანამ გამოძიება არაა დაწყებული - ყოველთვის ეჭვს ბადებს. სჯობს დალოდება და თუნდაც ოჯახისთვის პატივისცემა... გამოძიების დრო მერე დგება და მალე დგება... ეს იქნება დღევანდელ შსს- სთვის ნამდვილი გამოწვევა ... სისწრაფით და დამაჯერებლობით უნდა გვაჩვენოს თუ როგორ განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლება წინარესაგან და რამდენად უფრო ეფექტურია! საზოგადოება ამას ელოდება გულმოდგინეთ".

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ, 15 ივლისს გარდაიცვალა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მათივე ცნობით, მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილია მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა. გარდაცვლილის მეგობრები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

იხილეთ ასევე: თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის შესახებ კალაძის განცხადებისა და კიწმარიშვილის სიკვდილის საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს

ივანიშვილმა კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მოიშორა? - ლევან რამიშვილის ვერსია

"მომხდარიდან 5 წუთში როგორ გაირკვა რომ თავი მოიკლა?" - ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს