რას აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის საქმეში ინგა გრიგოლია და რა შენიშვნებს აძლევს ეკა ხოფერია "რუსთავი 2"-ელ კოლეგებს

რას აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის საქმეში ინგა გრიგოლია და რა შენიშვნებს აძლევს ეკა ხოფერია "რუსთავი 2"-ელ კოლეგებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას "ფეისბუქით"  ეხმაურება.

"!!!!! პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო საზარელი მკვლელობა... როცა ამას ამბობს ქვეყნის პირველი პირი ბუნებრივად თავდაყირა დგება თვითმკვლელობის ვერსია (((((( და რა გასაკვირია, რომ თვითკვლელობის თითქმის არავის სჯერა (((((

პრეზიდენტი ასეთ რამეს შემთხვევით იტყოდა???((((( არ ვიცი, მე მეეჭვება

მე არაფერი ვიცი ... თუმცა ყველაზე ნაკლებად იარაღის შემთხვევით გავარდნის მჯერა", - წერს გრიგოლია.

ყოფილი "რუთავი 2"-ელი ეკა ხოფერია კი ძველ კოლეგებს მიმართავს და პროფესიულ შენიშვნებს აძლევს.

"მთელი ღამე ვფიქრობდი. ბევრ რამეზე. ისეთზეც, აქ რომ არ დაიწერება. ერთს გაგიზიარებთ მხოლოდ. უცებ , წარმოვიდგინე, რომ ისევ ერთად ვმუშაობთ, მოხდა ეს ამბავი, ვინ გამაჩერებდა ან მე ან გუნდის რომელიმე წევრს სახლში. არც ღამე არავინ წავიდოდით. ბევრს ვისაუბრებდით ვერსიებზე, ვის რა ინფორმაცია გვქონდა. იმავე ღამეს დაიგეგმებოდა გადაცემები, სიუჟეტები, სტუმრები და იმავე ღამეს გავიდოდით ეთერში. და ყველაფერი, როგორც იმ გუნდს ჩვეოდა, 1 წუთში მომზადდებოდა და მომზადდებოდა ხარისხიანად. P.S. წარმომიდგენია რას მიზამდა ყოველი ცუდი კადრისთვის ან გაცდენილი სტუმრისთვის )))) ისე, ბევრი მაგარი კადრი "გამაზეთ" გუშინ კოლეგებო, ნიშნისმოგებით არ გეუბნებით, უბრალოდ იქ ვიყავი და არ შემეძლო, არ დამეწერა))", - წერს ხოფერია.

გარდა ამისა, ტელეწამყვანი ეროსი კიწმარიშვილის სხვა ნაცნობებისა და მეგობრების მსგავსად, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ხოფერია კიწმარიშვილთან მუშაობის წლებს იხსენებს და მას მადლობას უხდის.

"თვითმკვლელობა? ძალიან საეჭვოა...

...დიდი მადლობა, მეგობარო, რომ ოდესღაც მიმიღე "რუსთავი ორში", დიდი მადლობა, რომ პროფესიონალებთან ერთად გადაწვიტე, რომ მე ეს შემეძლო. მადლობა ყოველი შენი შენიშვნისთვისთვის დვალთან და ნიკასთან ერთად, რომელსაც მე ზოგჯერ ვეწინააღმდეგებოდი (( ერთხელ მითხარი, მთავარია, შენ როგორც ხედავ, შენ როგორც დაინახავო, ისე გააკეთე.... ბევრი ვიკამათეთ))) მომემატრები, ჩემო ძვირფასო მეგობარო ვნანობ ყოველ წამს, რომელიც ვერ დაგითმე(((", - წერს ეკა ხოფერია.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "რამდენჯერმე ვიჩხუბეთ მაგრად, რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ... თავი არ მოუკლავს" - ცნობილი ადამიანები კიწმარიშვილის სიკვდილზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს