მაქვს რეგისტრირებული იარაღი, თუმცა თავის მოკვლას არ ვაპირებ - გოგა ხაჩიძე

მაქვს რეგისტრირებული იარაღი, თუმცა თავის მოკვლას არ ვაპირებ - გოგა ხაჩიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მოქმედი ვიცე-პრემიერის კანონიერ ქურდებთან მეგობრობის შემდეგ ამ ქვეყანაში აღარაფერი უკვირს. გარდა ამისა, ხაჩიძე საჯაროდ აცხადებს, რომ მასაც აქვს რეგისტრირებული იარაღი, თუმცა თავის მოკვლას არ აპირებს.

"როდესაც 2 წლის წინ, ახლანდელი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ბავშვური ბედნიერებით ყლოჭინებდა და უყვებოდა ვიღაცას, როგორ შეხვდა "8 სულ ქურდს", როგორ მიესალმნენ და გულში ჩაიკრეს, გავატარეთ...

როდესაც მისი სიყრმისდროინდელი ფოტოები გავრცელდა, არც მეტი - არც ნაკლები, კანონიერ ქურდ "ტაივანჩიკთან" ერთად გადაღებული, ესეც გავატარეთ...

როდესაც მან, სულ ახლახანს, უკვე ვიცე-პრემიერის რანგში, კანონიერი ქურდი "რემენა" თვითმფრინავიდან "გააქრო" და სხვა ქვეყანაში გადააცილა, ესეც გავატარეთ...

ერთი სიტყვით, დღეს მთავრობაში ვიცე-პრემიერი გვიზის, რომელიც კანონიერი ქურდების ერთგული ძმაკაცი და მფარველია.

თუ ეს ყველაფერი პრემიერ ღარიბაშვილის და მოქალაქე ივანიშვილის გვერდის ავლით ხდება, ეგ ერთი უბედურებაა, ხოლო თუ მათთან შეთანხმებით - მეორე.

მე "მეორე უბედურების" უფრო მჯერა.

ვერავის კონკრეტულად ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიკვირთ რომ საქართველოში ზოგადად ეგეთი ამბები ხდება?!

მე არ მიკვირს, პირიქით ლოგიკურად მეჩვენება.

ცნობისთვის:

მე, საკმაო ხანია მაქვს რეგისტრირებული იარაღი.

იარაღთან მოპყრობაშიც ძალიან დიდი სიფრთხილით გამოვირჩევი.

და კიდევ ერთი, თავის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ.

ისეთი რეალობაა, ყველაფრის აღნიშვნა გიწევს ადამიანს", - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს