"იარაღზე სისხლის კვალი არ იყო, გარდაცვლილს ღვედი ეკეთა..." - ზურაბ კიწმარიშვილის სკანდალური განცხადება

"იარაღზე სისხლის კვალი არ იყო, გარდაცვლილს ღვედი ეკეთა..." - ზურაბ კიწმარიშვილის სკანდალური განცხადება

ეროსი კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს უცნაურად ეჩვენება ის გარემოება, რომ იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

ამის შესახებ ზურაბ კიწმარიშვილმა, რომელიც პირადად ესწრებოდა გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილის დათვალიერების პროცესს, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ, მიბჯენით იყო გამოყენებული. მასზე არ იყო სისხლის კვალი, სხვაგან ყველგან იყო სისხლის კვალი, მთელ მანქანაში და იარაღი საკმაოდ ახლოს ვნახე და სუფთა მომეჩვენა. ეს იყო ჩემთვის უცნაური დეტალი", - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი მანქანაში მძღოლის ადგილზე იჯდა, ღვედი ეკეთა და ფარები ანთებული იყო. "ყველანი ვართ დაზაფრული ამ ფაქტით, რაც მოხდა. ძალიან სამწუხარო იყო ის პირველადი ვერსიებიც, რაც გავრცელდა", - დასძინა ზურაბ კიწმარიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

| სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა სხვა მხარეს არის შეტრიალებული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ