10 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ ხელფასზე მოლაპარაკებისას

10 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ ხელფასზე მოლაპარაკებისას

წარმატებით გაიარეთ გასაუბრება და მიიღეთ სამსახური. ახლა დგება ყველაზე რთული მომენტი: მოლაპარაკება ანაზღაურების თაობაზე. ქვემოთ  მოყვანილია ათი ფრაზა, რომელიც არ უნდა წარმოთქვათ დამსაქმებელთან საუბრის დროს.

1. თანახმა ვარ (პირველივე შემოთავაზებაზე)

დაიმახსოვრეთ: ეს არის მოლაპარაკება, ამიტომ ფრთხილად იყავით, იქამდე არ დაასრულოთ ის, სანამ დაიწყება.

2. სულ ესაა, რასაც მთავაზობთ?

არასოდეს უთხრათ დამსაქმებელს მსგავსი ფრაზა, რომელიც  გაანაწყენებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ ანაზღაურება სასაცილოდ დაბალია.

3. არა

მოლაპარაკების დროს თქვენ უნდა იყოთ მოხერხებული და მზად გქონდეთ კონტრშეთავაზება იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენთვის შემოთავაზებული პირობები არ გაკმაყოფილებთ. არას თქმით თქვენ ნაადრევად ხურავთ კარს მორიგი წინადადებისთვის.

4. სხვა შემოთავაზებებიც მაქვს, რომელიც უფრო მომგებიანია

სიმართლეც რომ იყოს, ეს ხერხი არ გამოიყენოთ დამსაქმებელზე ზეწოლისთვის.

5. მე მჭირდება...

არასოდეს უნდა თქვა, რომ გჭირდება კონკრეტული თანხა ხარჯებისთვის ან ვალების დასაფარად. პერსონალური საკითხები არ წამოჭრათ გასაუბრებაზე, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე და ცოდნაზე ისაუბრეთ.

6. მე მგონია...

არასოდეს გამოიყენოთ სიტყვები ”მე მგონია”, ”ალბათ” და მსგავსი ფრაზები, რომლებიც გაურკვევლობას ბადებს. ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებულმა ისაუბრეთ.

7. ამ თანხაზე ნაკლებზე არ ვიმუშავებ

თუ დამსაქმებელს გაუმხელთ მინიმალურ სახელფასო ზღვარს, რომელზეც თანახმა ხართ, დარწმუნებული იყავით, რომ ზუსტად მინიმალურ თანხას დაგინიშნავენ.

8. მე გაცილებით ძვირად ვფასობ

რა თქმა უნდა, გექნებათ სურვილი საკუთარი ღირებულება წარმოაჩინოთ, მაგრამ ეცადეთ, ეს ისე ქნათ, რომ უხეშად არ გამოგივიდეთ. არავის მოწონს ამპარტავანი ხალხი.

9. ეს ჩემი უკანასკნელი წინადადებაა

ასეთი ფრაზები მუქარასავით ჟღერს და ძირითადად მოლაპარაკებაზე ცუდად მოქმედებს. თუ მსგავს რაიმეს იტყვით და თქვენი წინადადება არ დაემთხვევა დამსაქმებლის მოთხოვნას, მოგიწევთ ადგეთ და სამუშაო ადგილის გარეშე წახვიდეთ.

10. მეუხერხულება ამის თხოვნა, მაგრამ...

მართალია, მარტივი არაა მეტი ფული მოითხოვოთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს გეუხერხულებათ, სიცრუეა. პლუს, ძალიან ცუდი ხერხია მოლაპარაკების დაწყებისთვის.

 

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს