ბავშვის "ჭიჭყინის" საიდუმლო - როგორ გადავაჩვიოთ პატარა უმიზეზო ჭირვეულობას

ბავშვის "ჭიჭყინის" საიდუმლო - როგორ გადავაჩვიოთ პატარა უმიზეზო ჭირვეულობას

ბავშვის ჭირვეულობას მოთმინებიდან ხშირად გამოვყავართ. თუმცა თუ კარგად გააცნობიერებთ, რა უდევს საფუძვლად მათ "უზნეო" ქცევას, ამ მძიმე წუთების უფრო მშვიდად გადატანასაც მოახერხებთ. მაინც რომელია ბავშვთა ჭირვეულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები?

ჭირვეულობა ყურადღების მისაქცევად სჭირდება

18 თვის ასაკიდან ბავშვი ძირითადად ასე ცდილობს უფროსების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. ამ ასაკში საკუთარი პრობლემებისა და გრძნობების გამოხატვის სხვა ხერხს ვერ პოულობს. ასე რომ, ტირილით, ღნავილითა და "უმიზეზო" ჭინჭყლობით აგრძნობინებს პატრონს, რომ რაღაც "სჭირს" - მოშივდა, ძილი დააკლდა, ან სულაც ხასიათზე ვერ არის. რაც მალე დაადგენთ მიზეზს, მით სწრაფად შეწყდება ეს წუწუნი.

დისკომფორტი

გადაიღალა, ახალმა შთაბეჭდილებებმა ზედმეტად აღაგზნო და უხასიათობა გამოიწვია. შეიძლება სულაც ავად ხდება. ამ "კაპრიზებს", როგორც წესი, ეპიზოდური ხასიათი აქვთ და თუ ყურადღბას გამოიჩენთ, მალევე გაუვლის.

ჭირვეულობა - მიზნის მისაღწევი საშუალება

ეს ბავშვთა ჭირვეულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. "ეს არ მინდა, ის მინდა, ეს მიყიდე" - უკვე გამიზნული ქცევის ნაწილია, რომლის შედეგადაც იცის, რომ რაღაცას მიაღწევს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს