"ღორი არ დაიბანს აქ" - უკულტურო ქართველები და სიბინძურე რეკრეაციულ ზონებში

"ღორი არ დაიბანს აქ" - უკულტურო ქართველები და სიბინძურე რეკრეაციულ ზონებში

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ფოტოებს აქვეყნებენ, რომელიც მათი თქმით, ბაზალეთის ტბაზეა გადაღებული. ფოტოებზე აღბეჭდილია ბაზალეთის ტბის დანაგვიანებული სანაპირო. დაბინძურებული გარემოს მიუხედავად, დამსვენებლები გარემოს "სილამაზით ტკბებიან".

აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ვაჟა საღირაშვილი. მომხმარებელი ფოტოების აღწერაში წერს:

"პირველ რიგში ეს იმ დამსვენებლების საყურადღებოდ: ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება, სირცხვილი ჩვენი. გიფიქრიათ იმაზე, რომ ბაზალეთის ტბაზე დამსვენებელთა შორის ბავშვებიც არიან!? მინდა კიდევ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართო:თითქმის ყოველ დღე თავად გამგეობის თანამშრომლები დადიან საღამოობით ბაზალეთის ტბაზე დასასვენებლად და ამ ნაგავში თუ გსიამოვნებთ ყოფნა გადმოიტანეთ და გამგეობის წინ დაუყარეთ თქვენს გამგებელს ვაჟა (გიზო) ჩოხელს.რომ კითხოთ დუშეთის განვითარებაზე და მომავალ თაობაზე მზრუნველობაში ამოსდის სული!!!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

გავრცელებულ ფოტოებს სხვა მომხმარებლების კომენტარებიც მოყვა:

"ერთკვირიანი დალაგების ჯარიმის ღირსები არიან! რო მიხვდნენ... პატრონი არა ყავს მაქაურობას? გამგებელი უნდა დააყენო ცოცხით თუ ხალხი არა ყავს ვინც მიხედავს!... სირცხვილი ყველას!!!... სტუმრები ჩამოდიან და ამ ნაგავში მჯდომიარეებზე რას იფიქრებენ?!...

"მართლაც და, ღორი არ დაიბანს აქ!...."

"ასეთი სიბინძურეა გარშემო და ზაგარს იღებენ, ბანაობენ ვითომც არაფერი ))) მე შემრცხვა მათ მაგივრად..."

ესეც მთავრობის ბრალია? ყველანი ვტყუივართ ხალხიც და მთავრობაც", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ბაზალეთის ტბა ერთადერთი ადგილი არაა, სადაც მსგავსი სიბინძურეა. ნაგვით არის დაბინძურებული მარტვილის კანინონი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

"ფეისბუკის" ერთ-ერთ მომხმარებელი, სოფო გოდუაძე თავის პირად გვერდზე მარტვილის კანიონებში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

"მარტვილის კანიონების ნახვამ ჩემში გამოიწვია აღფრთოვანებაც და აღშფოთებაც. ამ ფოტოს გადაღებისას მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ ისინი, ვისაც ქართველობას ართმევენ…", -  დაწერა ფოტოს ავტორმა.

ქართველი ტურისტების უკულტურობაზე მეტყველებს ასევე სტეფანწმინდაში, გერგეტის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ეს ფოტო. სამწუხაროდ, ეს მაგალითები "ზღვაში წვეთია". საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობისას წააწყდებით მსგავს ფაქტებს. ბანალური ნათქვამია, მაგრამ ღმერთმა ლამაზი ქვეყანა გვიბოძა, ჩვენ კი ჩვენი ხელით ვანადგურებთ ამ სილამაზეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს