როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს - სინოპტიკოსების ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს - სინოპტიკოსების ვრცელი პროგნოზი

ივლისის ბოლომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის პიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალიდან 21 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ შედარებით დაიკლებს და 27-32 გრადუსი იქნება.

მისივე თქმით, 20-21 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა 35-36 გრადუსი იქნება.

21 ივლისის შემდეგ თვის ბოლომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ცხელი ზაფხულს პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ აგვისტოშიც მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს