იჩხუბეს თუ არა ურეკში პოლიციის მაღალჩინოსანმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა?

იჩხუბეს თუ არა ურეკში პოლიციის მაღალჩინოსანმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა?

ურეკში, რესტორან "მიშელის" წინ, ურეკის პოლიციის უფროს ლევან ცაავასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროს გელა ჭანუყვაძის შორის ჩხუბი მოხდა. ინციდენტი 17 ივლისს მოხდა. აღნიშნულ ინფომაციას "გურია ნიუსი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ორივე პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათ შორის ხმამაღალი საუბარი, შემდეგ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რესტორანის მეპატრონე ჯუმბერ ყაზაიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი არ არის, თუმცა ეს პიროვნებები რესტორანში საქეიფოდ მისული ნამდვილად დაინახა.

"მე რესტორანი მაქვს გაქირავებული, ამიტომ რა მოხდა არ ვიცი, გავედი ღამით, 1-ის ნახევარზე აქედან. საღამოს 7 საათზე ზევით ასულები დავინახე ნამდვილად, მერე რა მოხდა, ეს არ ვიცი, რა ჰქონდათ საჩხუბარი, რა ვერ გაიყვეს?" - ამბობს ყაზაიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა