უფრთხილდით დედისერთებს - მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ

უფრთხილდით დედისერთებს - მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ

დედისერთა ბავშვი ეს იგივეა, რაც მეფე ტახტზე. დედის, მამის, ბებია-პაპისა და ახლობლების ყურადღებით განებივრებული დარწმუნებულია, რომ ცხოვრება მუდამ ასეთი ხელგაშლილი იქნება მის მიმართ.

როგორი ხასიათი აქვს დედისერთა ბავშვს

• როგორც წესი, თავისივე სქესის მშობლის ხასიათი დაჰყვება. თუმცა მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ცხოვრებისეული გამოცდილება მას ხასიათის საკუთარ შტრიხებს ჩამოუყალიბებს.

• ეს ბავშვები დედ-მამაზე არიან მიჯაჭვულნი და დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობა უჭირთ. მომავალ მეუღლეებში დედისა და მამის ხასიათს ეძებენ.

• დედისერთა ბავშვი, როგორც წესი, მარტოობისას კომფორტულად გრძნობს თავს, საკუთარი თავის მიმართ ნაკლები მოთხოვნა და მაღალი თვითშეფასება აქვს, მოსწონს სხვების კონტროლი.

• საჭიროების დროს ადვილად იღებს დახმარებას.

• "პატარა პროფესორი" ან "დიდი ბავშვია".

• რაკი სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, ვერც ხვდება, როდის დგება დამოუკიდებელი ცხოვრების დრო. ხშირად აქვს პრობლემები ინტიმურ სფეროში.

• რადგან მშობლების ყველა იმედი მას უკავშირდება, ავადმყოფურად განიცდის, თუ სათანადო წარმატებას ვერ მიაღწია.

დედისერთა ვაჟი

დედისერთა ბიჭს უკეთ მისდის ცხოვრება, ვიდრე დედისერთა გოგოს. ის ოჯახის მემკვიდრეა, ოჯახის იმედი, ყველა აღფრთოვანებულია მისით და ცოლის მოყვანის შემდეგაც ასე გრძელდება. სამაგიეროდ, მისგან იგივე აღფრთოვანებას და დაფასებას ნუ მოელით. ასეთ მამაკაცს მეგობრების გარემოცვაში ყოფნას განმარტოება ურჩევნია. ოჯახის დანგრევის შემთხვევაში კი ხელმეორედ იშვიათად ქორწინდება.

იხილეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს