როგორ აფასებენ პრეზიდენტისა და მისი ქალიშვილის სკანდალურ იმიჯს ცნობილი ქართველები

როგორ აფასებენ პრეზიდენტისა და მისი ქალიშვილის სკანდალურ იმიჯს ცნობილი ქართველები

სოციალურ ქსელში პირად გვერდზე პრეზიდენტ მარგვლაშვილის ქალიშვილი - ანა მარგველაშვილი, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, საკუთარ ფოტოებსა თუ ვიდეოებს ტვირთავს, რომელებიც შემდგომ საზოგადოების (ცნობილებისა და უცნობების) განხილვის თემა ხდება...

ზოგს არ მოსწონს გოგონა, რომელიც ანგარიშს არ უწევს იმას, რომ პრეზიდენტის შვილია და თავს თავისუფლად ქმედების უფლებას აძლევს. ზოგი ამ ყველაფერს იმით ხსნის, რომ პრეზიდენტობა თვად მამას არ აქვს გაცნობიერებული და რა გასაკვირია, რომ შვილი ვერ ხვდებოდეს ამასო. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, - ბევრში გოგონას საქციელი აგრესიას სულაც არ იწვევს.

მოკლედ, ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია: გიორგი და ანა მარგველაშვილებს თავიანთი სტატუსები კარგად არ აქვთ შეგნებული და მათი ქმედებაც, ამიტომ არის ამ ყველაფრისთვის შეუფერებელი და ამიტომაც ხვდებიან კრიტიკის ქარცეცხლში.

Ambebi.ge რამდენიმე ცნობილ ქართველს დაუკვაშირდა, რომლებიც "ფეისბუქზე" თავადაც არ ერიდებიან თავიანთი მოსაზრებების მკაფიოდ დაფიქსირებას.

- ამბობენ, გიორგი მარგველაშვილი იმდენად თავისუფალი ადამიანია, რომ პრეზიდენტის ჩარჩოებში ვერ ჯდება... როგორ გგონია, ისეთი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, როგორიც მარგველაშვილია?

ნიკა ქავთარაძე, იუმორისტი:

- პრეზიდენტი, როგორიც მარგველაშვილია, ასეთი არ უნდა იყოს.

- აბა, ისეთი, როგორიც სააკაშვილი იყო?

- პრეზიდენტი ისეთი უნდა იყოს, როგორც რეიგანი გახლდათ! გამსახურდიაც, შევარდნაძეც და სააკაშვილიც იყვნენ იმ რეალობაში ქვეყნის მოსახლეობის სურვილის შესაბამისი პრეზიდენტები. ამას გრძნობდნენ და მათი პასუხისმგებლობაც ამაზე იდგა. დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა.

მარგველაშვილი ხვდება, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის. ეს განაპირობა ივანიშვილის პოლიტიკამ, რომელმაც ღარიბაშვილი აქცია პირველ, უმთავრეს პერსონად არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ ფაქტიურად და მორალურადაც.

ამ პრეზიდენტს არ აქვს ქარიზმა. პოლიტიკოსის უქარიზმობა წარმოუდგენელია. მას აქვს თავისი ხედვები, პროტესტი, რომელსაც საოცარი კრიტიკა და გაუგონარი შეტევა ხვდება "ოცნების" ლიდერებისგან. ნებისმიერ ქვეყანაში სკანდალი იქნებოდა - პარლამენტში ყველა ვერ დავეტევითო, - ბესელიას ნათქვამი. ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა ითქვას?! პრეზიდენტს აქვს თავისი ტრიბუნა ნებისმიერ პარლამენტში. ჰოდა, თუ მისი გუნდი აბუჩად იგდებს, ხალხს საერთოდ არ აქვს არანაირი პატივისცემა.

- მოკლედ, შეცდომა იყო მისი კანდიდატურის პრეზიდენტის თანმადებობაზე განხილვა?

- არა, ვინც წარადგინა მისი კანდიდატურა იმის გეგმის ნაწილი იყო - შეცდომაა ზოგად ჭრილში.

თამიუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

- ამბობენ, რომ მარგველაშვილი ცოტა უცნაური სტილის პრეზიდენტიაო. უცნაური რატომაა? როგორც პირონება მარგველაშვილი ძალიან მომწონს. როგორც პრეზიდენტი კი, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ძლიერი უნდა იყოს!

- საზოგადოების უმრავლესობას მისი ქალიშვილის - ანა მარგველაშვილის ცხოვრების სტილიც არ მოსწონს.

- რაც შეეხება მისი შვილის ირგვლივ აგორებულ სკანდალს, საერთოდ ვერ ვხვდები, რა პანიკა მოაწყვეს? გოგო იმ ვიდეოში თავისთვის მღერის. ვინმეს რამეს უშავებს?

- არ უშავებს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს გოგონა ვერ აცნობიერებს იმას, რომ პრეზიდენტის შვილია და თავს ზედმეტის უფლებას აძლევს..

- აი, რატომ? რომ იმღერა, იმიტო?! ეს არის ზედმეტი თავისუფლება? მოკლედ, ყველას თავის შეხედულება აქვს... ჩემთვის ამ მამა-შვილის ცხოვრებიდან ყველაფერი მისაღებია და არაფერს ვაპროტესტებ...

- რამდენად მისაღებია შენთვის ჩვენი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმიჯი, ცხოვრების სტილი. თავისუფალი ადამიანია და პრეზიდენტის ჩარჩოებში ვერ ჯდება. ამასთან, იმითაც გამოირჩევა სხვა პრეზიდენტებისგან, რომ მეუღლე კი არა, მეგობარი ქალი ჰყავს...

ბაკურ სვანიძე, იუმორისტი:

- ვფიქრობ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში არავინ უნდა ჩაერიოს, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ხდები, ადამიანი აღარ ხარ.

- ეს არ არის განხილვის თემა და მას ყურადღება არ უნდა უნდა მივაქციოთ?

- უნდა მივაქციოთ... ადამინმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც საჯარო მოხელე ხდება, მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მას აღარ ეკუთვნის. ეს აქსიომაა.

- პრეზიდენტის ქალიშვილი ხშირად ექცევა სკანდალურ სიტუაციაში, რადგანაც სოციალურ ქსელში ტვირთავს რაღაც ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელიც საზოგადოებას, მასზე არც ისე კარგი კომენტარების გაკეთების საშუალებას აძლევს...

- ქალიშვილი ცოტა სხვა საკითხია. შვილი მამის "პირადი ცხოვრება" არ არის... შვილს უნდა ჰქონდეს შეგნება, რეგლამენტაცია ვერ ექნება.

- საზოგადოებისთვის გამაღიზიანებლად არ მოიქცეს?

- საზოგადოებისთვის გამაღიზიანებლად არავინ არ უნდა მოიქცეს. ზოგადად არავის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საკმაოდ ცხარე სტატუსებს ვწერ, არავის ვინდობ. მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს პირად ცხოვრებაზე დამეწეროს...

"თავისუფალი" სულაც არ არის ჩემთვის მარგველაშვილი. პირიქით, ძალიან შებოჭილია და ის, რომ ცოლთან გაშორებული მამაკაცი სხვა ქალთან ხელს აღარ აწერს, სავსებით ბუნებრივია და ამაში "თავისუფლებას" ვერ ვხედავ, უფრო კომპლექსებს.

ვიმეორებ, როდესაც ადამიანი საჯარო მოხელე ხდება, თან, ამხელა რანგის, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ "პირადი ცხოვრება" აღარ გააჩნია. მგონია, რომ მარგველაშვილი ამ ყველაფრისთვის მზად არ იყო. თუ "თავისუფლება" გინდა, მაშინ პრეზიდენტი არ უნდა გახდე. იმიტომ ვთქვი ბევრჯერ უარი საჯარო სამსახურზე, რომ თავისუფლება მინდოდა. ეს დღევანდელ საქართველოში ბევრს არ ესმის. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ამ თავისი "ვითომ თავისუფლებით" უფრო ცუდ მაგალითს იძლევა, ვიდრე პირიქით.

ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი:

- ააა, მარგველაშვილზე მეკითხები? იმიტომ, რომ მას მეგობარი ქალი ჰყავს, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავისუფლება სხვა რამეშია. მთავარია, ის ხალხმა იგრძნოს და ეს არის სწორედ ქვეყანაში ბევრი რამის ნიშანი.

- მის ქალიშვილზე რას იტყვი?

- ანა მარგველაშვილის ვიდეოზე ამხელა ამბავი რომ აიწია, ცოტა ვერ გავიგე, რატომ. ეგ გოგო არაფერ დანაშაულს არ სჩადის. მანქანაში იმღერა და ამას რამხელა ამბავი მოჰყვა...

- ზოგს მიაჩნია, რომ ეს მისგან გამომწვევი საქციელია.

- ირანში "ფეისბუქში" საკუთარი აზრების დაფიქსირებაც გამომწვევი საქციელია და იქ ქვებით ჩაქოლეს ვიღაც გოგო იმიტომ, რომ დარეგისტრირებული იყო "ფეისბუქზე". დიდი სურვილი მაქვს, ირანს არ დავემსგავსოთ.

დავით გოგიშვილი, ისტორიკოსი:

- მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის ქმედუნარიანობის ხარისხს, მარგველაშვილის პიროვნებას, როგორც პრეზიდენტის სტატუსისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების მქონე პერსონის საქმიანობას უკეთ შევაფასებდი, პრეზიდენტი მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფოს პირველი პირი რომ იყოს. მას აქვს თუ არ ვცდები, ხელფასი 7.000 ლარი, სარგებლობს პრეზიდენტის ყველა პრივილეგიით და უფლებები აქვს ნული, ანუ ერთი შეხედვით, რომ შევაფასოთ კარგად დასაქმდა, რა. ასეთი უფლებრივი მდგომარეობის მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნაადრევი იყო. ჩემი აზრით, მსგავსი უფლებრივი მდგომარეობის მქონე თანამდებობის პირები სახელმწიფოში წარმოშობდნენ ჩრდილოვან ძალაუფლებებს, ჩრდილოვან არაოფიციალურ გავლენებს, კორუფციას, რაც საბოლოო ჯამში, ცუდად აისახება სახელმწიფოს ცხოვრებაზე.

გარდა ამისა, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ჩვენ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების სამართლებრივი შანსი დავუტოვეთ.

რაც შეეხება ანა მარგველაშვილს, მას პირადად არ ვიცნობ. შესაბამისად, ვერ ვიქნები კომპეტენტური შევაფასო მისი პიროვნება. გამოქვეყნებული ვიდეო მასალების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, პრეზიდენტის შვილის სტატუსის ადექვატურ საქციელებში დავუშვათ, ნაწილობრივ ვერ ჯდება, მაგრამ ასაკით, ჯერ პატარა გოგოა. თუ არ ვცდები, 17 წლისაა, თინეიჯერობის ასაკიდან გამოსვლა უჭირს. მისი მამის სტატუსის გამო, არ სურს, დათმოს თავისი ასაკობრივი ზღვარი და მისგან გამომდინარე, ემოციები თუ იმპულსები. ყოველ შემთხვევაში დიდ ტარგედიას ვერ ვხედავ. მას ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: ბიჭი, რომელიც ანა მარგველაშვილთან ერთად Желанная Моя-ს მღერის, მეგობარ გოგონას საჯდომს "უსტეპლერებდა"

"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

"წლის სკანდალი" - სად ერთობა პრეზიდენტის ქალიშვილი თიკა ჯამბურიასა და მის ყოფილი ქმართან ერთად

ანა მარგველაშვილის "სელფები" ინგა გრიგოლიას ვიზაჟის ოთახიდან

პრეზიდენტის ოჯახური "სელფი" დამოუკიდებლობის დღეზე

მაკა ჩიჩუა ორსულად არის - "ეს პრეზიდენტის დედისთვის მოულოდნელი იყო"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია