"ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია" - რატომ დაასხა ბოინგ-777-ის ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზე წყალი

"ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია" - რატომ დაასხა ბოინგ-777-ის ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზე წყალი

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოინგ-777-ის ტრაგედიის ეკონომიკურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

"გუშინ დავბრუნდი კიევიდან. თვითმფრინავი საქართველოსკენ მოფრინავდა 3 საათის განმავლობაში - არადა წესით 2 საათი და 15 წუთი საკმარისი უნდა ყოფილიყო. ძველი მარშრუტი, რომელიც სტავროპოლის მხარისა და აზოვის ზღვის გარდა ნაწილობრივ დონეცკის ოკუპირებული ზონის საჰაერო სივრცეში გადიოდა, ცალსახად შეიცვალა, რამაც გაზარდა ფრენის დრო და მანძილი, ეს კი ბიზნესურად პრობლემას ქმნის ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. (საწვავი, დრო, შესაბამისად ფასების ზრდა)

ამის შემდეგ ჩემთვის სრულიად გასაგები გახდა მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების კიდევ ერთი ასპექტი: ფაქტობრივად დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე, რაც წამგებიანია სახელმწიფოსთვისაც და ავიაკომპანიებისთვისაც: ზარალი ასეულობით მილიონ დოლარით განიზომება.

ისიც გასაგებია, რომ მეფის რუსეთისა და სსრკ-ს ეპოქებში დონეცკსა და ლუგანსკში ჩასახლებული ZEK-ების შთამომავლებს, რუსეთისგან მძიმე და საზენიტო სამხედრო ტექნიკით უხვად მომარაგებულებს, შესაძლოა უბრალოდ აერიათ უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავი ილ-76 დაღუპულ სამგზავრო ბოინგში.

როდესაც შენს ტერიტორიას ვერ აკონტროლებ და მასზე თვითმფრინავსაც ვერ გადაუფრენია, ზარალი ადგება შენს პრესტიჟსაც. ის კი, ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგაყენა, "არ-შემდგარ სახელმწიფოობას" გიკიჟინებს ყველგან. ეს კიდევ ერთი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ დაასხა ამ ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზეც წყალი.

თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის პრესტიჟმაც დიდი ზარალი ნახა. მაგრამ ნახა უკრაინამაც. ლოგიკა აქ ასეთია: უკრაინის ზარალი რუსეთის პლუსია", - წერს გამსახურდია.

17 ივლისს, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრიდან 50 კმ-ში, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი Boeing 777-200ER ჩამოაგდეს. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიალაინერის ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ინცინდენტი თბილისის დროით 17:20-ზე მოხდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს