"ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები" - თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უჟანგბადობა ტანჯავს

"ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები" - თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უჟანგბადობა ტანჯავს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თბილისის მეტად გამწვანებას მოითხოვს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე უჟანგბადობის მავნე შედეგების შესახებ წერს.

"უჟანგბადობა თავის ტვინშიც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, აღგზნებადობა-გაღიზიანებიდან და მუდმივი დაღლილობის გრძნობიდან დაწყებული ტვინის ატროფიასაც კი (მთლად ჰიპოქსიის რისკის შიში გამიჩნდა ჩვენს ქვაბივით ჩაღრმავებულ ქალაქში). შემოდგომიდან მერიას დაპირებულ ხეებს მოვკითხავ, თორემ ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები. მანამდე თბილისელებო, შეიძინეთ თხევადი ჟანგბადი და მიიღეთ რამდენიმე წვეთი დღეში, ოღონდ არ გადააჭარბოთ, ზედმეტ ხელოვნურ დოზას თავისი უკუჩვენება აქვს - თავისუფალ რადიკალებს აგროვებს. ასე ორკვირიანი თერაპია, სანამ ზაფხულის პიკი გადავა, არაა ურიგო. (ვისაც ჯანმრთელობის რამე პრობლემა გაქვთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ აიტაცოთ ეს სტატუსი). მე რომ გავშტერდი ვიცი და გადავწყვიტე და ეგოისტურად რომ არ ვიყო მხოლოდ მე ნასუნთქი და დაჟანგბადებული, ამიტომ გიზიარებთ. ხო, და ცოტა ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიეთ. მჯერა, გადავრჩებით ერთად! ))))))

ენერგია მაქვს ნოლი. აგვისტოში შვებულება და გავიქცევი რაჭაში, მაგრამ მანამდე თავი უნდა გადავირჩინო ))) ვერ ვსუნთქავ. ჟანგბადი არაა, თორემ სიცხე მე არ მაწუხებს.

უბრალოდ სიცხეში მეტად შეიგრძნობა ეს, რაც ჩვენს ქალაქს დაემართა ამდენი ჩახერგილი და უაზრო მშენებლობისგან და "ფილტვების" არ დატოვებისგან. მდებარეობის გამო თბილისს მეტი სიმწვანე ჭირდება, თორემ სხვა ქალაქი შეიძლება ამ ხეების რაოდენობითაც გადარჩეს, რაც გვაქვს", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული დავით ნარმანია დედაქალაქში მილიონი ხის დარგვას გეგმავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს