კალიების შემოსევა სიღნაღში - მავნებელი ვაზს მასობრივად ანადგურებს

კალიების შემოსევა სიღნაღში - მავნებელი ვაზს მასობრივად ანადგურებს

"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოტანილი სესხით, 9 ჰექტარზე 27 000 ძირი ახალი ვაზი მქონდა ჩაყრილი. არცერთი აღარ არის. კალიებმა ნარგავები 100% გაანადგურეს. მსხმოიარე ვენახს რაც შეეხება, ჰექტარზე 8-10 ტონა ყურძენს ველოდებოდი. ახლა 1-1,5 ტონას ან მივიღებ, ან - არა. ფოთოლი რომ აღარ დარჩა, ღეროებს და ყურძენს ანადგურებენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრებმა ზურაბ ქემაშვილმა.

იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. სურსათის ეროვნული სააგენტო ნარგავებს იტალიური კალიის წინააღმდეგ წამლავს, თუმცა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში გლეხები და ფერმერები ამბობენ, რომ კალიის განადგურება ვერ მოხერხდა.

"რომ შეწამლეს იმ მომენტში, ცოტა შემცირდა, მაგრამ ეტყობა ისევ ცოცხლდებიან. მეორედ რომ მივედი, ისევ ისე იყვნენ მოდებულები", - ამბობს ქვემო მაჩხაანის მკვიდრი ოთარ ბოლაშვილი.

ნუგზარ პაპუაშვილი 30 წელია ვენახს უვლის და ყოველწლიურად 2.5 ტონა ყურძნის მოსავალს იღებს. როგორც თავად ამბობს, ამ რაოდენობით კალიები სოფელში არასდროს გავრცელებულა. პაპუაშვილის თქმით, კალიები არა მხოლოდ ყურძენს, არამედ ვაზსაც ანადგურებენ. მავნებელმა ალუჩის ბაღიც შეჭამა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა