ბახმაროს დამსვენებლების პრობლემა მოგვარებულია - "ჯეოსელის" ანძა ჩაირთო

ბახმაროს დამსვენებლების პრობლემა მოგვარებულია - "ჯეოსელის" ანძა ჩაირთო

კურორტ ბახმაროს დამსვენებლებს პრობლემა, რომელიც "ჯეოსელის" ანძის გამორთვის გამო შეექმნათ, უკვე მოგვარებულია. ამჟამად "ჯეოსელის" ანძაც ჩართულია და კურორტზე არსებული მაღაზიებიც მუშაობს.

ბახმაროში, სადაც ათასობით ადამიანი იმყოფება, მაღაზიები დაკეტილი იყო და დამსვენებლები პანიკაში ჩავარდნენ. მაღაზიების დაკეტვა კი ჯეოსელის ანძის გათიშვამ გამოიწვია, რის გამოც მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ.

კომპანია "ჯეოსელმა" ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო ტექნიკური სამუშაოები და ხარვეზიც გამოსწორებულია.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა