კაცმა ექიმს მუცლის ტკივილის გამო მიმართა და აღმოაჩინა, რომ ქალი ყოფილა

კაცმა ექიმს მუცლის ტკივილის გამო მიმართა და აღმოაჩინა, რომ ქალი ყოფილა

ჩინეთის მცხოვრებმა მამაკაცმა ექიმს მუცელში არსებული ტკივილების და შარდში სისხლის გამო მიმართა. გაირკვა, რომ ამას მენსტრუალური პერიოდი იწვევდა, იმიტომ, რომ სინამდვილეში ის ქალი ყოფილა.

როცა მისი ტკივილები და სისხლდენა ვერ გაირკვა რისი ბრალი იყო, პაციენტს ჩაუტარდა ტომოგრაფიული გამოკვლევა, რამაც საშვილოსნო და საკვერცხეების არსებობა გამოააშკარავა.შემდეგი გამოკვლევებით ექიმებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს არ ჰქონდა "ადამის ვაშლი". პაციენტი, რომელიც დაქორწინებულია, ამტკიცებს, რომ ჯანსაღი სექსუალური კავშირი აქვს ცოლთან, რასაც ექიმები სკეპტიკურად უყურებენ. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჟღერს, პაციენტი ცდილობს ექიმებს დაუმტკიცოს, რომ მამრია, ხოლო მთელი წყება მედიკოსებისა საპირისპირო აზრზე დგანან.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სარძევე ჯირკვლები იწვევდა ჰიპერპლასტიას, რის შედეგადაც მამაკაცის ჰორმონები გამოუმუშავდებოდა ორგანიზმში. ჯირკვალი ამოჭრეს, მაგრამ თუ რომელი სქესის წარმომადგენლად სურს დარჩენა პაციენტს, ჯერ ცნობილი არაა.

მომზადებულია cosmopolitan.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს