თანამედროვე სასწაული: ბავშვმა დედა გადაარჩინა და სიმსივნე დაამარცხებინა

თანამედროვე სასწაული: ბავშვმა დედა გადაარჩინა და სიმსივნე დაამარცხებინა

"ჩემმა შვილმა, რომელიც ჯერ არც იყო გაჩენილი, გადამარჩინა", - ამბობს აღტაცებული დედა, ბრიტანელი ნიკოლა ველერი. ქალს საშვილოსნოში აღმოუჩინეს სიმსივნე. გადიოდა მკურნალობის კურსს და უკვე საოპერაციოდ ემზადებოდა, რომელიც საკმაოდ სარისკო გახლდათ. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, გაირკვა, რომ ორსულობის მეშვიდე კვირაში იყო. არადა, ნიკოლა არ აპირებდა კიდევ ბავშვის ყოლას და თავს იცავდა, კონტრაცეპტივებსაც კი სვამდა, თუმცა მაინც დაორსულდა. შედეგად, იმ ჰორმონების წყალობით, რომლებსაც ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს ორსულობის დროს, სიმსივნე განადგურდა. ესეც გამოკვლევის დროს აღმოაჩინეს გაოცებულმა ექიმებმა.

"ეს ნამდვილი საოცრებაა. თავად ორსულობაც საოცრება იყო, მე ხომ არ ვაპირებდი შვილის გაჩენას. მაგრამ ჩემმა ჯერ არ გაჩენილმა შვილმა რომ განმკურნა, ეს ნამდვილი სასწაულია", - ამბობს ნიკოლა.

როდესაც სიმსივნე აღმოუჩინეს, ექიმებმა მაშინვე ამცნეს ქალს, რომ საოპერაციო იყო. მაშინ მისი ქალიშვილი ოთხი წლის გახლდათ და ნიკოლა ძალიან ღელავდა, რომ შეიძლებოდა, პატარა ობლად დაეტოვებინა. ამდენი დარდის მერე კი უცებ აღმოჩნდა, რომ მისმა მოულოდნელმა სიხარულმა – პატარა ბიჭუნამ გადაარჩინა დედიკო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს