"ჩიხურამ თურქებს ჩაუტარა, ბუზალაძემ - რუსებს" სოციალურ ქსელში ქართველები ორ გამარჯვებას ზეიმობენ

"ჩიხურამ თურქებს ჩაუტარა, ბუზალაძემ - რუსებს"  სოციალურ ქსელში ქართველები ორ გამარჯვებას ზეიმობენ

24 ივლისი განსაკუთრებული თარიღი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა დღის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა: პირველი, ის, რომ იურმალაში, "ახალი ტალღის"  მეორე საკონკურსო დღის შედეგებით ქართველი კონკურსანტი, კვლავ ლიდერია. მეორე კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი თარიღი ჩაიწერა. დღეს, ქართველმა ფეხბურთელებმა თურქები პენალტების სერიაში 4:1დაამარცხეს. (ჩიხურა-ბურსა)

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: "ჩიხურამ თურქებს ჩაუტარა, ბუზალაძემ - რუსებს.კარგი დღე გამოვიდა".

ლელა წურწუმია იურმალაში ქართველი კონკურსანტის გამარჯვებას გვილოცავს და ჟიურის აკრიტიკებს. "ტრადიციულად კირკოროვის და აგუტინის 10-იანი, ბრწყინვალე შესრულება და ჯერჯერობით ისევ პირველი ადგილი....ბრავო ნუცა და დიდი მადლობა სოფო".

თეა სიჭინავა: "პირველად ცხოვრებაში, როგორც იქნა მშობლიურ გუნდზე გამოვცადე ეს ემოცია!!!! ეს ერთი და სხვა მრავალი!!! გილოცავთ ყველას."

ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე: "F.c. Chikhura ბიჯო, ბოლოს როდის წამომივიდა გამარჯვების ცრემლი არ მახსოვს, დედა რა ტკბილი ყოფილა, სულ ასე გახარებულები მენახეთ ."

დეტალები ორი გამარჯვების შესახებ:

ჩიხურა-ბურსა (4:1 პენ) - ქართველმა ფეხბურთელებმა თურქები პენალტების სერიაში დაამარცხეს

ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღის" მეორე ტურშიც ლიდერია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს