5 მიზეზი, რატომ უნდა ივარჯიშოთ დილაობით

5 მიზეზი, რატომ უნდა ივარჯიშოთ დილაობით

1. შეგიძლია მთელი დღე აღარაფერი გააკეთო, მაგრამ თავს მაინც ისე იგრძნობ, თითქოს დიდი მიღწევა გაქვს. იმიტომ რომ, 2 კილომეტრი ირბინე, საკმარისი არაა?!

2. უზმოზე ვარჯიშის შემდეგ მოგინდება, რომ მთელი დღე ჯანსაღად იკვებო. როდესაც დღეს ჯანმრთელად იწყება, შემდეგ სალათი უფრო გემრიელ საკვებად მოგეჩვენებათ, ვიდრე ცხიმიანი ხაჭაპური.

3. დღეს მშვენიერ განწყობაზე დაიწყებთ. სულ რომ ცუდ ფეხზე გაიღვიძოთ, დილის ვარჯიშის შედეგად ენდორფინები გამოიყოფა და გაცილებით მხიარულად იქნებით დღის განმავლობაში.

4. სამსახურში ყოფნისას ნაკლებად დაიღლები. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ დილაობით, გაცილებით უკეთესად გრძნობენ შემდეგ თავს სამსახურში. კვლევები იუწყება, რომ ასე უკეთ ბალანსდება სამსახური და პირადი ცხოვრება.

5. მეტაბოლიზმის დონეს აიმაღლებთ. დილის ვარჯიშის შემდეგ, უფრო მეტ კალორიას დაწვავთ დღის განმავლობაში, ვიდრე საღამოს ჟამს რომ ივარჯიშოთ.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს