გურიაში მგლებისა და დათვების საზაფხულო შემოსევაა

გურიაში მგლებისა და დათვების საზაფხულო შემოსევაა

მგლებმა და დათვებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლიხაურში, ჭანიეთსა და ქაქუთში ივლისში, არაერთი პირუტყვი დაგლიჯეს.

სოფელ ჭანიეთში მცხოვრებმა თინა თავაძემ საკუთარი ძროხა ახლომდებარე საყანე ფართობის ბოლოს დაგლეჯილი იპოვა, მხოლოდ თავი, ნეკნების ძვლები და ჩლიქები ახლო-მახლო ეყარა.

ქაქუთის მცხოვრებ გენადი ხურციძეს მეწველი ძროხა სახლთან ახლოს, ტყის განაპირას დათვმა შეუჭამა.

ასევე, დათვებმა გაანადგურეს არაერთი ოჯახის თხილის პლანტაციები.

შეშფოთებულია სოფელ ლიხაურის მოსახლეობაც. დათვმა აქაურ ერასტო ლომჯარიას ორი სული ძროხა შეუჭამა, ხოლო ლიხაურის თემის სოფელ აჭში მცხოვრებ შალვა სალუქვაძეს, ერთი მეწველი ძროხა მგელმა დაუგლიჯა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა