''გაშვებული მინიკაბები ახდუნებს...''

''გაშვებული მინიკაბები ახდუნებს...''

სალომე სვანიძემ მოდის დიზაინი ტრიკოტაჟის განხრით ისწავლა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სადიპლომო კოლექცია Let It Be konkurs Be Next-ზე გაიტანა, მისმა მეორე კოლექციამ კი თბილისის მოდის კვირეულის ახალბედა დიზაინერების კონკურსში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, სტაჟირება გაიარა ''კიკალა ატელიეში''.

ჩვენი რესპონდენტი აქტიურადაა ჩართული მოდის დიზაინში, ცდილობს განვითარდეს და პროფესიულად გაიზარდოს. ამჯერად კოლექციაზე არ მუშაობს, რადგან მუზა არ მოსვლია. მისი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს მუსიკა, ფილმი, სკულპტურა და ა.შ.

- წელს ძალიან აქტუალურია 60-70 წლების სილუეტი. პირადად მე მომწონს ასიმეტრიული, ავანგარდული სამოსი. თქვენს მკითხველს ფორმებით, ფერებითა და ფაქტურით თამაშს ვურჩევ. ამ სეზონზე აქტუალურია ლურჯი და თეთრი, მაგრამ ზაფხულია და ფერადი სამოსი მეტ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა გამოხატოთ და იყოთ მოდურები.

- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

- შიფონისა და ტრიკოტაჟის ეკლექტიკა ძალიან ლამაზია, ასევე - ტყავი და გოფრე.

- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, ამაზე რას გვეტყვით?

- გაშვებული მინიკაბები ახდუნებს და თითქმის ყველას უხდება, თან ძალიან აქტუალურია, ქვედაბოლოების შემთხვევაში კი მოდურია ''სოლნცე'' სტილი, წელზე გაკეთებული აქცენტით.

- ზედატანის შერჩევისას რა უნდა გავითვალისწინოთ?

- წელს აქტუალურია კამუფლაჟით გაკეთებული ზედები, ტოპები, რომლებიც უფრო საინტერესოს გახდის თქვენს სტილს. გირჩევთ, შეარჩიოთ თავისუფალი, ასიმეტრიული ზედა ან ტოპი, კონტრასტული ფერებით, რომელსაც აქცენტი ექნება გაკეთებული ზურგზე ან დეკოლტეზე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს