რა ვქნათ, როცა ბავშვები ჩხუბობენ?

რა ვქნათ, როცა ბავშვები ჩხუბობენ?

ვისაც ორი ან მეტი შვილი ჰყავს, ეს პრობლემა ყველასთვის აქტუალურია. სქესს არ აქვს მნიშვნელობა - დებმა შეიძლება იმაზე უარესად იჩხუბონ, ვიდრე ძმებმა ან და-ძმამ. ბევრი ფიქრობს, რომ ამის გამო ღელვა არ ღირს, გაიზრდებიან და დაწყნარდებიან. თუმცა ხშირად, იზრდებიან და ჩხუბის ძალაც მატულობს ამასთან ერთად.

პირველ რიგში, უნდა გავერკვათ მიზეზებში, რატომ ჩხუბობენ ბავშვები და მერე გავიგოთ, რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა.

• ბავშვები ხშირად იმიტომ ჩხუბობენ, რომ მშობლების ყურადღება მიიპყრონ. ამას ვერც აცნობიერებენ, მაგრამ მიზეზი ეს არის. განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს აკლია პოზიტიური ყურადღება - ანუ მას ძირითადად შენიშვნებს აძლევენ, უყვირიან, აკრიტიკებენ.

• ზოგიერთი ბავშვი იმიტომ ჩხუბობს, რომ თავისი ძალა და უპირატესობა დაუმტკიცოს თავის დედმამიშვილს, ან მშობლებს. დაამტკიცოს, რომ "მაგარია".

• ასევე არის მიზეზი შური, თუ ერთ რომელიმეს მშობლები მეტად აქებენ, ან სამაგალითოდ ჰყავთ, მეორეს ყოველთვის შურს და ეჭვიანობს. ეს კი აგრესიასა და ჩხუბში გადაიზრდება ხოლმე. ან უმცროსს მშობლები მეტად იცავენ, უფროსს ეჩხუბებიან მის გამო, ის კი ჩხუბით პასუხობს.

• ზოგიერთი უსაქმურობისგან ჩხუბობს, რომ არ იცის, სად წაიღოს დაგროვილი ენერგია, განსაკუთრებით, ბიჭებს ახასიათებთ ეს. ასეთი ბავშვები მშობლებმა რაიმე სპორტის სახეობით უნდა დააკავონ, რომ დაგროვილი ენერგია იქ დაცალოს.

• და რასაკვირველია, აგრესიული თამაშები - ისინი ბაძავენ ტელევიზორში ან კომპიუტერში ნანახ გმირებს.

მშობლებმა ჯერ კარგად უნდა გააანალიზონ, რატომ ჩხუბობენ ბავშვები და მხოლოდ ამის მერე ჩაერიონ ჩხუბში, მერე კი - მის თავიდან აცილებაზე იზრუნონ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს