გვეხმარება თუ არა დიეტური სასმელები წონის კლებაში

გვეხმარება თუ არა დიეტური სასმელები წონის კლებაში

წონის დაკლებასა და დიეტურ სასმელებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა - ზოგი ამბობს, რომ დიეტური სასმელები უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს იძლევა და სიმსუქნეს უფრო უწყობს ხელს. სხვები კი თვლიან, რომ ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დიეტურ სასმელებშია სერიოზულ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას. უახლესი კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, ვინც დიეტურ გაზიან სასმელებს მოიხმარენ, რეალურად იკლებენ წონაში.

ჩატარდა კვლევა, რომელშიც 300 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, დაყოფილი ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი სვამდა დიეტურ სასმელებს, მეორე კი მხოლოდ წყალს. კვლევაში მონაწილე ადამიანები 21-დან 65-წლამდე მერყეობდნენ და  მათ ყველას შეეძლო თავისუფლად ეჭამა პროდუქტები, რომელიც ჰიპოკალორიულ დამატკბობლებს შეიცავდა.

ტესტი სამ თვეს გაგრძელდა და ასეთი შედეგი ჰქონდა: ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სვამდნენ დიეტურ გაზიან სასმელებს, 12 კვირის პერიოდში დაიკლეს 5 კილოზე მეტი. მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფმა, რომელიც მხოლოდ წყალს სვამდა, მხოლოდ 2 კილომდე შეძლო წონის დაკლება.

კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული თეორიის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დიეტურ სასმელებს სვამენ, აღარ განიცდიან ტკბილი საკვების მოთხოვნილებას, ამიტომ იღებდნენ ნაკლები შაქრის შემცველობის პროდუქტს და ამის ხარჯზე იკლებდნენ წონაში.

მომზადებულია lifespan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს