მშობლების 10 ფრაზა, რომლებსაც ბავშვები ვერ იტანენ

მშობლების 10 ფრაზა, რომლებსაც ბავშვები ვერ იტანენ

სულაც არ გვინდა, მაგრამ ძალაუნებურად მშობლები მართლაც ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზებს, რომლებსაც თურმე ბავშვები ვერ იტანენ, ბევრს მათ გაგონებაზე ნერვები ეშლება და აგრესიულიც კი ხდება. რასაკვირველია, ასეთი ბევრი ფრაზა და გამოთქმა არსებობს, თუმცა ჩვენ ფსიქოლოგების მიერ დასახელებულ "საუკეთესო ათეულს" გთავაზობთ. მაშ ასე, ის ფრაზები, რომლებსაც მშობლები ძირითადად ჩვევის გამო, სტრესის, მოუცლელობის ან გაურკვევლობის დროს ვამბობთ:

1. "ვნახოთ..." - ასეთი პასუხი ხშირად გაისმის ბავშვის თხოვნაზე, წაიყვანენ თუ არა კინოში, სტუმრად უქმეებზე ან წაუკითხავს თუ არა დედა ღამით წიგნს. ეს "ვნახოთ", ბავშვის გამოცდილებით უფრო "არას" ნიშნავს, რომელიც თან ფუჭ იმედად ესახება და მის მიმართ აგრესია უჩნდება. ჯობს, გარკვევით აუხსნათ, რა შემთხვევაში წახვალთ და რა შემთხვევაში არა, ვიდრე გაურკვევლობაში ამყოფოთ.

2. "ახლავე!" - ცრუ მანევრია. რეალურად "ახლავე" შეიძლება დადგეს ერთ საათში, ერთი თვის შემდეგ, ან არასდროს.

3. "არა, ესე იგი, არა" - უაზრო მტკიცებულებაა, რომელიც ხსნის განმარტებას, თუ რატომ მაინცდამაინც "არა" და შეუძლებელს ხდის დიალოგის გაგრძელებას.

4. "ასეა საჭირო" - მშობლების რიტორიკული ვარჯიშების ბუნებრივი გაგრძელება. მოიშველიებს აქსიომას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

5. "შენ როგორ ფიქრობ?" - როგორც წინა შემთხვევებში, რიტორიკული შეკითხვაა. ივარაუდება, რომ მასზე ბავშვმა "სწორი" პასუხი უნდა გასცეს, ან მშობლისგან მოისმინოს სწორი ვარიანტი, ფიქრს და განსჯას კი მას ნამდვილად არ დააცდიან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს