"ფეისბუქის" პაროლის იძულებით წართმევის გამო სკოლამ 15 წლის მოსწავლეს 70 000 დოლარი გადაუხადა

"ფეისბუქის" პაროლის იძულებით წართმევის გამო სკოლამ 15 წლის მოსწავლეს 70 000 დოლარი გადაუხადა

აშშ-ის შტატ მინესოტაში მცხოვრებმა 15 წლის რაილი სტრეტონმა საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოსწავლეს სკოლის ადმინისტრაციამ 70 000 დოლარი გადაუხადა.

საქმე ეხება 2012 წელს მომხდარ ინციდენტს - გოგონამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მასწავლებლის ასისტენტზე ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა. გოგონამ უარყოფითი მესიჯი საკუთარი სახლიდან დაწერა და არა სკოლის კომპიუტერიდან. როდესაც სკოლის ადმინისტრაციამ რაილის შესახებ შეიტყო, გოგონა აიძულეს მათთვის პაროლი ეთქვა და პროფილი სკოლის თანამშრომლის თანდასწრებით გაეხსნა. ადმინისტრაციას მშობლის ნებართვა არ ჰქონია. ამასთან, მოსწავლე დასაჯეს და რამდენიმე დღეს სკოლაში მისვლა აუკრძალეს.

თუმცა, გოგონამ მოგვიანებით ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა და მოსამართლემ განაჩენი რაილის სასარგებლოდ გამოიტანა.

"სკოლის ადმინისტრაციამ რაილი იმისთვის დასაჯა, რასაც ყველა ბავშვი აკეთებს. მან უბრალოდ მასწავლებლებზე მეგობრებთან დაიჩივლა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვოლეის ხილოკმა.

როგორც სასამართლოს პროცესზე განაცხადეს, სკოლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოსწავლის კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს. ადვოკატები ამბობენ, რომ სკოლის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო მოსწავლეები დასაჯოს.

მომზადებულია news2night.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს