21 წლის რუსთაველი გმირი, რომელმაც ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გარდაიცვალა

21 წლის რუსთაველი გმირი, რომელმაც ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გარდაიცვალა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც "დიდი სისწრაფით მიმავალი "მერსედესის ჯიპი" მას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.

ოთო გურგენიშვილი "საქართველოს ბანკსა" და სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" პიარის და გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა. ის პოეზიითაც იყო გატაცებული. ოთოს ლექსები "ფეისბუქზე" შექმნილ გვერდზე "ოთო გურგენიშვილის პოეზია" ქვეყნდებოდა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთომ გვერდზე დედამისის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით! მიყვარხარ, დედა".

იხილეთ ოთო გურგენიშვილის მიერ წაკითხული ლექსი

იხილეთ ვრცლად

ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა