"ქალი საჯაროდ არ უნდა იცინოდეს"

"ქალი საჯაროდ არ უნდა იცინოდეს"

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ბულენტ არინცი (Bülent Arınç) თვლის, რომ ქალებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხმამაღლა არ უნდა იცინონ.

ამასთან, არინცი ფიქრობს, რომ ქალებს უნდა აიძულონ, რომ ტელეფონზე "უსარგებლო" საუბარი შეწყვიტონ. ის სატელევიზიო პროგრამებს "მორალურ გარყვნილებაში" სდებს ბრალს და თვლის, რომ სატელევიზიო სივრცე თინეიჯერებს სექსზე დამოკიდებულს ხდის. პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ თურქებმა საკუთარ ღირებულებებს უღალატეს და ყურანის თავიდან აღმოჩენა სჭირდებათ. მან არც თურქი მამაკაცები დაინდო; არინცი თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ არ იქცნენ კაცებად, რომელთაც ქალებთან ხანმოკლე სექსუალური ურთიერთობები იზიდავთ.

თურქი პოლიტიკოსის აზრით, თურქ ქალსა და მამაკაცს სირცხვილისა და პატიოსნების გრძნობა სჭირდება. მას ყველაზე მეტად ნერვებს ახალგაზრდა თურქი ქალები უშლის.

"სად არიან ჩვენი გოგონები, რომლებიც წითლდებოდნენ, თავს დაბლა ხრიდნენ და თვალებს გვარიდებდნენ, როდესაც სახეში შევხედავდით?", - ამბობს ის.

განცხადებას თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი "ტვიტერის" საშუალებით გამოეხმაურა; ერდოღანის აზრით, "თურქეთს ქალების სიცილი სჭირდება, რათა მათი ბედნიერება მოისმინოს".

მართალია, თურქეთი სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან შედარებით ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მეტად პროგრესულია, მაგრამ კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად ღირსების გამო მკვლელობა", ან ოჯახური ძალადობა.

მომზადებულია hurriyetdailynews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს