რომელი სპორტის სახეობა შეეფერება თქვენს შვილს? - სპეციალისტების რჩევები

რომელი სპორტის სახეობა შეეფერება თქვენს შვილს? - სპეციალისტების რჩევები

სწორად რომ აირჩიოთ ბავშვისთვის სპორტის სახეობა, რამდენიმე მთავარი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. მიიღეთ სპეციალისტების რჩევები, როგორ მივაღწიოთ, რომ ბავშვი სპორტზე სიხარულით დადიოდეს და არა ძალდატანებით.

1. ბავშვის წონა. პრაქტიკა უჩვენებს, რომ წონიან ბავშვებს განსაკუთრებით აქტიურად ექაჩებიან სპორტულ სექციებში. ამაში არაფერია უჩვეულო. მაგრამ გაითვაოლისწინეთ, რომ ტანსრულ ბავშვებს ყველა სახეობის სპორტი არ შეეფერებათ – რასაკვირველია, თუ კარგი შედეგების მიღწევა გინდათ და არა უბრალოდ გართობა. მაგალითად, მშობლები პუტკუნა ბავშვს საფეხბურთო სექციაში წერენ. ჰგონიათ, რომ იქ გუნდურ მუშაობას მიეჩვევა და თან გახდება. მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა: არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთში პირველ რიგში მთავარია სისწრაფე და მოხერხება. უეჭველია, რომ ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა დაუსრულებელ დამცირებად გადაიქცევა. პუტკუნა ბავშვებისთვის საუკეთესოა ცურვა, საბრძოლო ხელოვნება, მძლეოსნობა, რაგბი.

2. სიმაღლე და სისწრაფე. მაღალი ბავშვები სპორტის ბევრ გუნდურ სახეობაში უყვართ – კალათბურთში, ფრენბურთში. ბევრი მწვრთნელი თვალებს ხუჭავს იმაზეც, თუ ბავშვი ნელია და მოძრაობის კოორდინაციაც საშუალო აქვს, თუ თავით წვდება კალათას. ტანვარჯიშზე კი აწოწილი ბავშვები ნაკლებ მოსწონთ, უპერსპექტივოებად მიიჩნევენ. მათ არტისტული მოქნილი და ნაზი ბავშვები მოსწონთ. ასევე მნიშვნელოვანია სისწრაფე –თვისება, რომლის განვითარებაც არ შეიძლება, თუ გენებში არ არის ჩადებული. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სისწრაფის მომატება ვარჯიშების მეშვეობით მხოლოდ 10%-ით შეიძლება. სპორტის იმ სახეობებში, სადაც სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს (ფეხბურთი, ჰოკეი), არ ღირს ნელი ბავშვის მიყვანა. ვინ იცის, იქნებ ის ჭადრაკშია მომავალი ჩემპიონი.

3. სამედიცინო უკუჩვენება. ექიმები გვირჩევენ, სანამ ბავშვს სპორტის რომელიმე სახეობაზე მიიყვანთ, ექიმთან გაიაროთ კონლუსტაცია და აუცილებლად აიღოთ ჯანმრთელობის ცნობა. აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, რამდენად გამძლე აქვს გული, ძვლები, მყესები, სახსრები, სისხლის მიმოქცევა. ხომ არ აქვს ბრტყელტერფიანობა, პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით. ყველა ვერ უძლებს დიდ დატვირთვებს. ხანდახან სპორტულ სექციაზე შეყვანის შემდეგ იჩენს ხოლმე პრობლემები თავს და დაავადების პროვოცირებაც ხდება. ამიტომ ჯობს, მშობელმა მანამდე იზრუნოს ამაზე და ზუსტად იცოდეს, სამედიცინო თვალსაზრისით შეეფერება თუ არა მის შვილს ესა თუ ის სპორტის სახეობა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს