მამაკაცების 5 კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრები იქნებიან

მამაკაცების 5 კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრები იქნებიან

როგორც წესი, ქორწინებაში მამაკაცები ისეთები აღარ არიან, როგორც შეყვარებულობისას. ოჯახი, ბავშვები, გადასახადები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელიც ვნებას აქრობს და ურთიერთობა ვალდებულებად იქცევა. მაგრამ ქალბატონებო, არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრობას გაგიწევენ.

1. მომმარაგებელი: ის ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს. ის თავდაუზოგავად მუშაობს ქალისთვის, რომელიც მოსწონს/უყვარს და გამუდმებით მასზე ზრუნავს. მსგავსი ტიპის ადამიანი რამდენიმე სამსახურში მუშაობს, გამომუშავებულ თანხას ინახავს და მშვიდად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა იცის, რომ მის გვერდით მყოფ ქალს არაფერი აწუხებს. ეს კაცი ისწრაფვის სრულყოფილებისკენ და ოფისში სამუშაო მაგიდაც კი იდეალურად მოწესრიგებული აქვს.

2. კლდე: როდესაც თავს სუსტად გრძნობთ, მისი ძლიერი ხასიათი გაიძულებთ, რომ ლოგინიდან წამოდგეთ. ეს არის მამაკაცი, რომელიც თქვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ფოსტაზე მისი შეტყობინება ხშირად მოგდით. ზოგჯერ ქალს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ამ კაცის წყალობით შეყვარებულიც ჰყავს და მეგობარიც. ის ერთგვარი ფსიქოლოგიცაა, რომელიც მხოლოდ რჩევებით არ შეგაწუხებთ და ყველაზე უაზრო ინფორმაციასაც დიდი გულისყურით მოისმენს.

3. კრიტიკულად მოაზროვნე: მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა დიდია, თუ პატარა - ეს კაცი მიეკუთვნება კატეგორიას, რომელიც ყველა ხერხით ცდილობს პრობლემა გადაჭრას. ამ კატეგორიის მამაკაცს სძულს კაცები, რომლებიც კუთხეში იმალებიან, ან ინიციატივას არ იჩენენ. ეს მამაკაცი შეუპოვარია და იშვიათად, რომ ასეთი ძლიერი მამაკაცით ქალი არ მოიხიბლოს.

4. მორწმუნე: ნებისმიერ სიტუაციაში რწმენა მისი საძირკველია. ამ მამაკაცშია იმედი, მორალი, გულკეთილობა - მასთან სტუმრობა, მის კამპანიაში ყოფნა ყველას სიამოვნებს. ღვთიმოშიშია და ამ რწმენით ამაყობს. ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად, არ არჩევს ნათესავებსა და მეგობრებს - მეუღლის ოჯახის წევრებსაც ისეთივე გულკეთილობით ექცევა, როგორც საკუთარ მშობლებს. ის მებრძოლია; თქვენთვის და ქორწინების გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებს.

5. თავისუფალი სული: ამ კაცის გვერდზე არასდროს დაბერდებით. მას ცხოვრება უხარია და მის გვერდით მყოფ ადამიანსაც ეს პოზიტივი მაგნიტივით იზიდავს. რასაკვირველია, ამ ტიპის მამაკაცსაც აქვს ცუდი დღეები, სტრესი, მაგრამ პრობლემების გამო სიცოცხლეს ნამდვილად არ გაიმწარებს. ის ცხოვრებით ტკბება. ყველაზე მეტად მოგზაურობა უყვარს. საერთოდ არ ადარდებს, ხვალ რა იქნება. მსგავსი ტიპის მამაკაცთან მოწყენილობა არასდროს დაგეუფლებათ. თავს ისევ შეყვარებულ გოგონად იგრძნობთ და არაერთხელ იხილავთ დაქალების შურით სავსე თვალებს, როდესაც სრულიად სპონტანურად ვარდების თაიგულით, ან პიკნიკით გაგახარებთ.

მომზადებულია manwifeanddog.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს