განაჩენი ხურჩის ტერაქტის საქმეზე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი

განაჩენი ხურჩის ტერაქტის საქმეზე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ ხურჩის ტერაქტის საქმეში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამავე საქმის სხვა ეპიზოდის - სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტებისთვის.

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, რომელიც ოკუპირებულ ნაბაკევს ესაზღვრება, ტერაქტი 2008 წლის 21 მაისს განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებლებს ტერაქტზე საუბარი არ სურთ. "ლაივპრესთან" საუბარს მხოლოდ ზოია შონია დათანხმდა და მისი თქმით,  ტერაქტის შესახებ საჯაროდ დღეს პირველად ყვება. ის ერთ-ერთ იმ ავტობუსში იმყოფებოდა, რომლის აფეთქებაც მოხდა.

"იქ ვუცდიდით სტადიონზე. ნაბაკევიდან უნდა გადმოსულიყო ხალხი. მოგვესმა სროლის ხმა, იქ მდინარე გადის, ხურჩა და იქედან, აფხაზეთის მხრიდნ. ვაიმე, აფხაზებიო და გადმოვცვივდით იქედან. ძლივს გავედით მეზობლის თხილნარით", - იხსენებს ზოია შონია.

მისი თქმით, სამგზავრო ავტობუსი მაშინ ადგილობრივმა გამგეობამ მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად დააყენა, რადგან მოქალაქეთა ნაწილს კენჭისყრა მეზობელ სოფელ დარჩელში უწევს.

ხურჩაში მომხდარ ფაქტზე გასხვავებული ვერსია უამბეს რესპოდენტებმა ჟურნალისტ გერონტი ყალიჩავას, ავტობუსის აფეთქებიდან რამდენიმე წუთში. "ლაივპრესის" რედაქტორი მაშინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო და შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. ყალიჩავას თქმით, ხურჩელებმა მაშინ უთხრეს, რომ გაფრთხილებული იყვნენ მოსალოდნელი სროლის შესახებ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა