როგორ შევაჩეროთ დაბერება და გამოვიყურებოდეთ მუდამ ახალგაზრდად

როგორ შევაჩეროთ დაბერება და გამოვიყურებოდეთ მუდამ ახალგაზრდად

სვით ბევრი წყალი

 

ადამიანის სხეული 60% წლისგან შედგება, ყოველდღიური რუტინა ამ ძვირფას რესურსს ამცირებს, ამიტომ მისი შევსებაა საჭირო. დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა წყალი ყოველდღე, თუ უფრო მეტს დალევთ, უკეთესია. წყლის დიდი მარაგი ორგანიზმს კარგად მუშაობის საშუალებას აძლევს. ამასთან, თქვენი კანი სუფთა, მბზინავი და უნაოჭო იქნება.

შეამცირეთ სტრესი

ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში სტრესული მომენტები, მაგრამ თუ მათ მართვას ისწავლით, არმოაჩენთ, რომ ბევრად უკეთესად შეგიძლიათ ცხოვრება. კვლევებმა აჩვენა, რომ მენტალური სტრესი დაბერების პროცესს უწყობს ხელს. არსებობს ბევრი გზა სტრესის შესამცირებლად - იოგა, ღრმა სუნთქვა და მედიტაცია მშვენივრად უმკლავდებიან სტრესს და აღადგენენ სხეულის ენერგიას.

გაიკეთეთ ხილის ნიღბები

გაიკეთეთ საკუთარი სახის ნიღაბი იმ ხილისგან, რომელიც მოგწონთ. შეგიძლიათ წაისვათ პაპაის ნაყენი. ის მშრალ კანს უხება და მელანინის გამოყოფას ამცირებს. ან წაისვით დაჭრილი ჟოლო, ის სავსეა ბეტა კეროტინით და ა ვიტამინით, რაც ქსოვილების შეერთებას ეხმარება. ნატურალური ალოე-ვერა აგრეთვე კარგი მოვლის საშუალებაა სახის კანისთვის და დაგეხმარებათ ნაოჭების და ჭორფლის გაქრობაში.

რეგულარულად ივარჯიშეთ

ვარჯიში უმთავრესი ნაბიჯია კანის მოვლის რეჟიმისთვის. ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ტონუსში ყოფნას და ხდის კანს ელასტიურს. დაცული იქნებით გულის პრობლემებისგან და შეძლებთ გამოიყურებოდეთ და თავს გრძნობდეთ ახალგაზრდად. ბევრი იარეთ ფეხით, ხშირი სიარული იდეალური სავარჯიშოა გულისთვის და სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს.

იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით

კვების რეჟიმი უნდა გქონდეთ კარგად დაბალანსებული და საკვების უდიდესი ნაწილი უნდა შედგებოდეს ბოსტნეულის და ხილისგან. თავი შორს დაიჭირეთ წითელი ხორცისგან, ძროხის ხორცისგან და მიირთვით რაც შეიძლება მეტი თევზი. დაემშვიდობეთ თეთრ პურს. ჯანმრთელად კვება დაგეხმარებათ, ახალგაზრდობის შენარჩუნებაში და აგავსებთ ენერგიით.

მომზადებულია fitnea.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს