"გაწბილებული ვარ თქვენგან" - პრემიერის სამძიმრის წერილს ოთარ გურგენიშვილის მეგობარი გამოემხაურა

"გაწბილებული ვარ თქვენგან"  - პრემიერის სამძიმრის წერილს ოთარ გურგენიშვილის მეგობარი გამოემხაურა

რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, 21 წლის ოთო გურგენაშვილის გარდაცვალებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და გარდაცვლილის უჯახს მიუსამძიმრა.

პრემიერის სამძიმრის წერილს ოთარ გურგენიშვილის მეგობარი გამოემხაურა

"ხოდა დააფასეთ ეს ადამიანი და გააგზავნეთ სამაუწყებლო კომპანიები, გააშუქეთ მისი ცხოვრება, პოეზია. ოთარი სიყვარულის და სიკეთის დიდი გამოვლინება იყო ქართულ საზოგადოებაში. ის გადაასვენეს კახეთში, სოფელ ველისციხეში, მამა-პაპისეულ სახლში, თუმცა მისი მშობლიური ქალაქი რუსთავია. ამჟამად ცხოვრობდა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. სწავლობდა THE UNIVERSITY OF GEORGIA-ში, პარალელურად მუსშაობდა BANK OF GEORGIA PR & MARKETING ASSISTENT de ALDAGI MARKETING & SALES MANGER-ში, უძღვებოდა პოეტურ საღამოებს და თვითონ პოეტი იყო, იგი იყო პოეტური ორდენის "მეცამეტე თვის პოეტების" წევრი. დაბადებული 1993 წლის 8 იანვარს, გაასვენებენ შაბათს სოფელ ველისციხიდან და დაკრძალავენ, უბრალო, პატარა სასაფლაოზე.

პატივცემულო საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ჩემი თხოვნა თქვენდამი და თქვენი ვალი საქართველოსადმი... ოთარი გურგენიშვილი სათანადოდ დაფასდეს, არა მხოლოდ მისი გმირობისათვის, არამედ როგორც, პერსონა (ადამიანი). მან ძალზედ ახალგაზრდამ მოახერხა ჩვენში დამკვიდრება, თუმცა მრავალი ადამიანი არ იცნობდა ოთოს, იგი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად დააკლდა საქართველოს და მის მომავალს.

P.S. გაგზავნეთ ტელევიზიები და დააფიქსირეთ ისტორიული მასალა. იქნება რამე დადებითი აზრიც დაგებადოთ ბატონო ირაკლი... თუმცა გაწბილებული ვარ თქვენგან.",- ნათქვამია მიმართავში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს