"შენ ყოველთვის იქნები ჩემს გულში, ჩემს მოგონებებში" - როგორ ემშვიდობება კახა კალაძე გარდაცვლილ მეგობარს

"შენ ყოველთვის იქნები ჩემს გულში, ჩემს მოგონებებში" - როგორ ემშვიდობება კახა კალაძე გარდაცვლილ მეგობარს

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეგობრისთვის გამოსათხოვარ წერილს აქვეყნებს.

"ჩვენ - მეგობრებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, ჩვენს დიდ ოჯახს - "კიევის დინამოს", საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს... გარდაიცვალა ჩვენი ვალენტინ ბელკევიჩი... წარმატებული ფეხბურთელი, ამჟამად წარმატებული მწვრთნელი, 42 წლის ასაკში მოულოდნელად დაიღუპა... ეს არის შოკი, ენით აღუწერელი ტკივილი, დანაკარგი, რომელსაც ვერაფერი შეავსებს და დაგვავიწყებს... ჩემო უძვირფასესო მეგობარო, ჩემო დინამოელო, შენ ყოველთვის იქნები ჩემს გულში, ჩემს მოგონებებში... ჩვენი საერთო წარსული, ჩვენი ძმობა მარადიულია და არასდროს გაუფერულდება". წერს კახა კალაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს