ჰოლივუდის ვარსკვლავების იდეალური სხეულის საიდუმლო

ჰოლივუდის ვარსკვლავების იდეალური სხეულის საიდუმლო

სტატისტიკის მიხედვით, ათიდან 8 ქალი საკუთარი სხეულით უკმაყოფილოა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება უნდა. ყოველდღიური ვარჯიში, გაუთავებელი დიეტები, მედიკამენტები წონაში კლებისთვის - რა ხერხებით აღწევენ ცნობილი ლამაზმანები თავიანთ შესაშურ ტანადობას? ამ სტატიაში მიიღებთ სასურველ პასუხებს.

 

ანჯელინა ჯოლი, 39 წლის

ანჯელინა ჯოლი საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მისი ფიგურა მრავალწლიანი ვარჯიშის და დიეტის შედეგია. ჯოლის მწვრთნელი ამბობს, რომ მსახიობმა ასეთ შედეგს დაბალცხიმიანი დიეტით მიაღწია. ამ დიეტის არსი შემდეგია: 70% ნახშირწყალი, 30% ცილა, გამორიცხულია ცხიმიანი პროდუქტები, ტკბილეული და რასაკვირველია, ალკოჰოლი.

მეგან ფოქსი, 28 წლის

მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა, შესაშურად გამოიყურება. 163 სმ სიმაღლის მეგანი 52 კილოგრამს იწონის. მისი კვების რეჟიმი არის ”ხუთი ფაქტორის სისტემა”, რომელიც გულისხმობს დღეში ხუთჯერ ჭამას. კვირაში ერთხელ მეგანი აძლევს თავს უფლებას, ჭამოს, რაც გაუხარდება. მსახიობი ყოველდღე ვარჯიშობს. მის ვარჯიშში შედის კარდიოვარჯიშები, მძიმე წონის აწევა და ველოტრენაჟორი.

დრიუ ბერიმორი, 39 წლის

დრიუ ბერიმორმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოდელის პარამეტრები მისი მიზანი არაა. ზედმეტი წონის მას არ ცხვენია და როდესაც მშობიარობის შემდეგ იმატებს, არც ცდილობს ამის დამალვას. მსახიობმა, რომლის სიმაღლეც 164 სანტიმეტრია შეიძლება 10 კილომდეც მოიმატოს, მაგრამ როდესაც შეამჩნევს, რომ შარვალში ვეღარ ეტევა, დაიწყოს სხეულზე ზრუნვა. ის დარბის, დადის ველოსიპედით, ბევრს დადის ფეხით, ცურავს, ცეკვავს და თამაშობს გოლფს.

გვინეტ პელტროუ, 41 წლის

მსახიობი ძალიან დისციპლინირებულია და ამიტომ გამოიყურება მშვენივრად. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, წონა 56 კილოგრამი. მისი პირადი ინსტრუქტორი ყვება, რომ გვინეტი დღეში რამდენიმე საათს ხარჯავს ვარჯიშში. კვირაში ექვსი დღე ის ყოველ დილით დიდი დატვირთვით ვარჯიშობს. გვინეტი ხორცს უკვე 20 წელია არ ჭამს. მის მენიუში უხვადაა მწვანე ბოსტნეული.

კრისტინა აგილერა, 33 წლის

შარშან აგილერამ ყველა გააოცა: მომღერალმა 15 კილოგრამზე მეტი დაიკლო და 45 კილოგრამ წონას მიაღწია. მისი სიმაღლე 157 სანტიმეტრია. აგილერამ განაცხადა, რომ ეს შედეგი საკუთარი რკინის ნებისყოფის დამსახურებაა.

ბიონსე, 32 წლის

ბიონსე არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში. მომღერალი იშვიათად დადის სპორტდარბაზში, ყოველდღიური რეპეტიციები და ცეკვები აძლევენ საშუალებას, რომ იდეალური ფორმები შეინარჩუნოს. მისი აზრით, სწორედ ცეკვებია ქალისთვის საუკეთესო ვარჯიში. ტკბილეულს ბიონსე ხილით ანაცვლებს, იკვებება ბოსტნეულით და ცილოვანი პროდუქტებით. მხოლოდ კვირა დღეს აძლევს საკუთარ თავს ისეთი საკვების მიღების უფლებას, რომელიც ძალიან უყვარს.

ჯენიფერ ლოურენსი, 23 წლის

ჯენიფერ ლოურენსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში. მას არ უყვარს სატრენაჟორო დარბაზში სიარული. მშვიდ ვარჯიშებს ანიჭებს უპირატესობას - იოგას ან პილატესს. ის ხშირად იღებს აბაზანას ინგლისური მარილით. ”ინგლისური მარილის აბაზანის მიღების შემდეგ ყველაზე ვიწრო კაბაშიც კი ვეტევი”, - ამბობს მსახიობი.

ჯენიფერ ენისტონი, 45 წლის

სულის და სხეულის ჰარმონია მსახიობმა იოგის დახმარებით მოიპოვა. მედიტაციას სწორი კვების რაციონს უმატებს - ახალი ხილი და ბოსტნეული, არანაირი ალკოჰოლი და შაქარი. ჯენიფერი არ ჭამს პურს, კარტოფილს, ბრინჯს, მაკარონს, კოფეინს და კონსერვანტების შემცველ საკვებს.

კეიტი პერი, 29 წლის

თავს არიდებს ფასტ-ფუდებს და ხშირად იკვებება მწვანე ბოსტნეულით. ყველაზე ხშირად სახტუნაოთი ვარჯიშობს, ხანდახან კონცერტებზეც კი. ძალიან უყვარს ფეხით სწრაფად სიარული. კეიტი აღიარებს, რომ ტკბილეულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით მიირთმევს. თავს არიდებს ცხიმიან საკვებს.

ვიქტორია ბექჰემი, 40 წლის

Spice girls-ს ყოფილი სოლისტი ვიქტორია ბექჰემი იცავს კვების და ვარჯიშის დეტალურ სისტემას, და შედეგიც სახეზეა. რაც შეეხება დიეტას, ვიქტორია მიირთმევს თეთრ თევზს, ბოსტნეულს და გაყინულ ყურძენს. დევიდ ბექჰემის მეუღლე ცოტა ხნის წინ ახალი ფიტნეს სისტემით დაკავდა, რომელიც გულისხმობს ახლებურ ველოტრენაჟორზე ვარჯიშს.

რიანა, 26 წლის

ოდესღაც რიანას პილატესი მოწონდა, მაგრამ შემდეგ იმედი გაუცრუვდა - იქნევ ფეხებს, მაგრამ შედეგი არ აქვსო. ამის შემდეგ მან იდეალურ ვარჯიშად ყოველდღიური სირბილი აღმოაჩინა. ამასთან, ტურში მუდამ თან ახლავს პირადი მწვრთნელი, რომელიც არ აძლევს მოდუნების საშუალებას. მომღერალის თქმით, ვარჯიშისას მის გვერდით მუდამ უნდა იყოს ვინმე, ფიტნესით მარტო დაკავება მისთვის ძალიან მოსაწყენია. ”ვერ ვიტან ბოსტნეულს, მაგრამ რას ვიზამ? მიწევს თავს ძალა დავატანო”, - ამბობს მომღერალი. დიეტოლოგის ხელმძღვანელობით მომღერალი ყოველდღე 2-3 პორცია ახალ ბოსტნეულს მიირთმევს.

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს