"ყოველი შემთხვევისთვის ტაკუნები ვაჩვენე" - რას ფიქრობს ნაყოფი მუცელში

"ყოველი შემთხვევისთვის ტაკუნები ვაჩვენე" - რას ფიქრობს ნაყოფი მუცელში

ნაყოფის ერთი დღე:

07:00 – გავიღვიძე. დედას სძინავს. ერთ კიდურზე წანაზარდი გავლოკე.

07:15! დედას ძინავს. კიდევ ერთი კიდური ვიპოვე წანაზარდებით. ყველა გავლოკე.

08:00. დედამ გაიღვიძა. რატომღაც არაფერი ვჭამეთ, სადღაც მივდივართ. მაშ ჭამა?! ერთი-ორჯერ მივუკაკუნე ყოველი შემთხვევისთვის! მეწყინა. დავიძინე.

09:30. საშინელი გრუხუნა საგანი მომიშვირეს. თურმე, ექოსკოპიის აპარატია. შიშისგან ყველა წანაზარდი გავილოკე, რაც ახლოს მქონდა. დედა და ვიღაც დეიდა უშველებელი საგნით, მარწმუნებდნენ, მოვტრიალებულიყავი და "სქესი" მეჩვენებინა. მე ეგენი არ ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ტაკუნები ვაჩვენე.

10:00. სისხლი ჩავაბარეთ. დედამ რაღაც წვენი დალია, მხიარულია. ამბობს, რომ ბებიასთან უნდა გაიაროს. შარდის ბუშტზე მივცხე – შეწყვიტა მხიარულება და ბებომდე დიდი სისწრაფით მივედით.

10:30. როგორც იქნა, ვჭამეთ! დავიძინე ბედნიერმა.

12:00. დედა ექიმთან იყო, რომელმაც კბილებში ჩახედა. ტყუილად უკაკუნებდა რაღაცას, მე კი გამაღვიძა და...

16:30. კიდევ ერთი გრუხუნა რაღაც!!! მას მამა ჰქვია. რა სულელური წესია – დედას მუცელში ჩაჰყვირის: "ეი... აქ ხარ?!" საინტერესოა, აბა, სად ვიქნები?! ერთი გამოვძვრე, მე გაჩვენებ, ვინ არის უფროსი და როგორ უნდა პატარებთან ყვირილი! რამდენიმე თვე მაინც სულ ყვირილ-ყვირილით ვიკონტაქტებ. მამას ტაკუნები მივუშვირე... რა ცუდია, რომ ვერ დაინახავს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს