ვინ იყიდა შპს "სასტუმრო გურია" მილიონ ლარად

ვინ იყიდა შპს "სასტუმრო გურია" მილიონ ლარად

ოზურგეთის ცენტრში მდებარე შპს "სასტუმრო გურიაზე", მუნიციპალიტეტის გამგეობამ აუქციონი 11 ივნისს, არჩევნებამდე 4 დღით ადრე გამართა. მასში მონაწილეობა მიიღო "კახური ტრადიციული ღვინის" დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის წარმომადგენელმა და ფიზიკურმა პირმა მიხეილ კობალაძემ.

ამ უკანასკნელმა აუქციონზე ბიუჯეტში შესატანად და სასტუმროს შესაძენად უმაღლესი ფასი, მილიონი ლარი დაასახელა. აუქციონი შედგა, თუმცა, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, შეიძლება, რამდენიმე დღეში გაუქმებულად გამოცხადდეს, რადგან აღნიშნული პიროვნება თავის ვალდებულებებს რეალურად არ შეასრულებს და ამ ყველაფერს ფორმალური სახე ჰქონდა.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, შპს "სასტუმრო გურია" მდებარეობს 2 900 კვ.მ-ზე, შენობის ფართი წარმოადგენს 3887 კვ.მ-ს. აუქციონზე გასატანი საწყისი ფასია 10 000 ლარი, "ბე" - 3000 ლარი.

საზოგადოებაზე რიცხული კრედიტორული დავალიანება 92492,74 ლარია.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა "კახური ტრადიციული ღვინის” დამფუძნებელს, ზურაბ ჩხაიძეს:

"ჩემი თანამშრომელი ესწრებოდა აუქციონს, ის ჯერ არ მოსულა სამსახურში. მე არ მაქვს ჯერ ოფიციალური დოკუმენტი, რაც შედგა, მაგრამ სიტყვიერად რაც ვიცი გეტყვით, რომ ერთმა პიროვნებამ გამოთქვა სურვილი, ამ სასტუმროს მილიონ ლარად შეძენის. თუ ის ამას გააკეთებს და გაამართლებს პირობას, ეს ოზურგეთს და ჩვენს მხარეს წაადგება. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ თუ სხვა რამ დგას ამის უკან, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- ბატონო ზურაბ, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თქვენმა წარმომადგენელმა კონკურენტს უთხრა, რომ აუქციონის ჩასაშლელად იყო მისული...

-ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, ეს ჰკითხეთ მათ, ვინც აუქციონს ესწრებოდა.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს ფაქტი?

- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, მთავარი ის არის, რომ ის ვალდებულებები, რაც მასზე იქნება დაკისრებული, შეასრულოს, მოულოდნელი დღეს არაფერი არ არის. კარგი ინვესტორი, ოზურგეთის გულშემატკივარი, მე მივესალმები ამას. მჯობნზე მჯობი არ დაილევა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა