თურმე, ძალიან ბევრი რამ, რასაც მივეჩვიეთ, რაც ცხოვრებას გვიმარტივებს და საინტერესოსაც ხდის, სერიოზულმა ბიძიებმა და დეიდებმა კი არა, ბავშვებმა გამოიგონეს.
ბრაილის შრიფტი
15 წლის ლუი ბრაილმა 1824 წელს გამოიგონა შრიფტი, რომელმაც ყველა უსინათლოსთვის შესაძლებელი გახადა კითხვა. ამ შრიფტს დღემდე იყენებენ მთელ მსოფლიოში. ამ შრიფტს საფუძვლად დაედო "ღამის შრიფტი", რომელსაც არტილერიის კაპიტანი შარლ ბარბიე იყენებდა სიბნელეში წასაკითხად. რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის გამომგონებელი ბიჭი თავადაც უსინათლო იყო – ბავშვობისას თვალების ანთება ჰქონდა, რამაც თანდათან დააბრმავა.
ბატუტი
ბატუტის შექმნის იდეა 16 წლის ტანმოვარჯიშე ჯორჯ ნისენს ეკუთვნის. ბატუტი ოთხმოცწლიანი ისტორიის განმავლობაში არ შეუცვლიათ – ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია.
სლოკინის საწინააღმდეგო საშუალება
13 წლის გოგონამ, ამერიკელმა მელორი კიუვმენმა გამოიგონა სლოკინის საწინააღმდეგო საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის შაქარი და ვაშლის ძმარი.
იხილეთ სრულად