რესტორანმა კლიენტებზე, რომლებიც ლოცულობენ, ფასდაკლება დააწესა

რესტორანმა კლიენტებზე, რომლებიც ლოცულობენ, ფასდაკლება დააწესა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, რესტორან  Mary's Gourmet Diner-ის ხელმძღვანელი კლიენტებს, რომლებიც ჭამის წინ ლოცულობენ, 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას HLN ავრცელებს. დაწესებულების მფლობელი მერი ჰაგლუნდი აცხადებს, რომ ეს არა ყოველთვის, არამედ რესტორნის პერსონალის შეხედულების მიხედვით ხდება.

ჭამის წინ ლოცვის გამო მიღებული ფასდაკლების ქვითრის ფოტო, Facebook-ზე ერთ-ერთმა მადლიერმა კლიენტმა გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტომ 10 000 მოწონება დააგროვა. კომენტარებში მომხმარებლები რესტორნის ხელმძღვანელებს მადლობას უხდიან.

მერი ჰაგლუნდმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა რესტორანში უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ”არასდროს მითქვამს, რომ ეს როგორც წესი, ისე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუკი ვხედავ, რომ ვიღაც ლოცულობს ჩემს რესტორანში, ფასდაკლებით მე მისდამი პატივისცემას და მადლიერებას გამოვხატავ”, - ამბობს რესტორნის მფლობელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს