"თქვენც ისევე მოგიშორებთ, როგორც ის მწამებლები გავყარეთ" - ჩიორა თაქთაქიშვილი

"თქვენც ისევე მოგიშორებთ, როგორც ის მწამებლები გავყარეთ" - ჩიორა თაქთაქიშვილი

თბილისის მერი დავით ნარმანია "ვარდების მოედანზე" მდებარე ველოსიპედის სკულპტურის გადატანას აპირებს. ახალი მერის ინიციატივამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ სკულპტურის გადატანის თემას. ფეისბუქით "მიმართავს"  ახალ მერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელმაც მერს  კიდევ ერთი "იდეა მიაწოდა".

"ბატონო დავით, ამ ველოსიპედს და ხიდს რომ აიღებთ, ეს ძალიან კარგია. მაგრამ არ იცით, რომ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის მმართველობისას დედაქალაქში გაჩნდა ისეთი ქუჩები, როგორიც არის, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ჯორჯ ბუშის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა. ამ ადამიამებთან ერთად ედება სწორედ ბრალი მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაულის ჩადენაში. ხალხი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ღირსების დაბრუნებას. ამ ველოსიპედს კი გადაიტანთ გარეუბანში, მაგრამ ამ აღვირახსნილი ხალხის სახელებს როდის მოაშორებთ ჩვენს დედაქლაქს? და თუ არ შეასრულებთ ხალხის ნებას, თქვენც ისევე მოგიშორებთ, როგორც ის მწამებლები გავყარეთ აქედან და მოვიყვანთ იმ მთავრობას, რომელიც ღირსებას დაგვიბრუნებს". - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს