დეპუტატის შეხვედრების ტარიფები: ,,ამომრჩევლებთან - 250 ლარი, თანამდებობის პირებთან - 50 ლარი"

დეპუტატის შეხვედრების ტარიფები: ,,ამომრჩევლებთან - 250 ლარი, თანამდებობის პირებთან - 50 ლარი"

"საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის - 100 ლარი; საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარი; ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისთვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს თვეში სამი შეხვედრისა; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის - 50 ლარის ოდენობით"

ასე წერია ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" დადგენილებაში, რომელიც 2014 წლის მოწვევის საკრებულომ 2 აგვისტოს მიიღო.

ამავე დადგენილებაში ვკითხულობთ:

"მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე"

"საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მონაწილეობის აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატი."

იხილეთ ვრცლად:  qartli.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა