პრინცი ჰარი ოფიციალურ ღონისძიებებზე ქეით მიდლტონის გამო თავს ზედმეტად გრძნობს

პრინცი ჰარი ოფიციალურ ღონისძიებებზე ქეით მიდლტონის გამო თავს ზედმეტად გრძნობს

პრინცი ჰარი ოფიციალურ ღონისძიებებზე ქეით მიდლტონის გამო თავს ზედმეტად გრძნობს. ამბობენ, 29 წლის ჰარი ძლიერ განიცდის მარტოობას, თუმცა იმედს არ კარგავს. ჰარიმ უკვე ორჯერ მიიწვია ახალი შეყვარებული სასახლეში.

15 სექტემბერს პრინცი ჰარი 30 წლის გახდება. თუმცა, თავისი ძმისა და ნათესავებისგან განსხვავებით, ის კვლავ მარტოხელაა - არ ჰყავს ცოლი, შვილი და მუდმივი მეგობარი გოგონაც კი. ჰარი ამ ამბავს ძალიან განიცდის.

დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ ჰარის ”ორს პლუს ერთსაც” ეძახიან, რადგან ის მუდამ მისი ძმის და ძმის ცოლის გარემოცვაში იმყოფება.

ახლა პრინც ჰარის  ახალი მეგობარი გოგონა - კამილა ტერლოუ ჰყავს. როგორც მედიაში წერენ, მათი ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდა. ჰარიმ მეგობარი სასახლეში უკვე ორჯერ მიიწვია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს