მუმბაელი ფოტოგრაფის, რაი შეტის ფოტოსესიამ, სადაც მოდელი ავტობუსში გლამურულ ტანსაცმელშია გადაღებული და მამაკაცები გაუპატიურებას უპირებენ, ინდოეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ ეს პროექტი არის მცდელობა, რომ ხალხს ქალის უსაფრთხოებაზე მეტი საფიქრალი გაუჩინოს.
მათ შორის, ვინც ამ პროექტს აპროტესტებს, არის საპნა მოტი ბავნანი, ბოლივუდის სტილისტი და მსახიობი, რომელმაც თეატრში ჯგუფური გაუპატიურების შესახებ დადგმულ სპექტაკლში ითამაშა. ”არსებობს ხელოვნება და ნაგავი, რომელსაც ხელოვნებად ასაღებენ. ეს ფოტოსესია მეორეა”, - წერს ბავნანი სოციალურ ქსელში.
2012 წლის დეკემბერს დელიში ახალგაზრდა გოგონას ავტობუსში თავს დაესხნენ და გააუპატიურეს. მსხვერპლი ათი დღის შემდეგ მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ პროექტის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც ნახა, თუ რამხელა დისკომფორტს განიცდიდნენ მისი დედა, მეგობრები და და, როგორ ცდილობდნენ პროფესიული და პერსონალური ცხოვრება ისე დაებალანსებინათ, რომ საფრთხისგან აერიდებინათ თავი.
”ცუდია, რომ მე მიწევს საკუთარი ხელოვნების, როგორც სოციალური კომენტარის დაცვა”, - ამბობს ფოტოგრაფი. ”თუ იმის საფასური, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ჩემი ცუდ ადამიანად წარმოჩენა იქნება, დაე, ასე იყოს”.
მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.