ნაყინი, რომელიც გრიპისგან დაგიცავთ

ნაყინი, რომელიც გრიპისგან დაგიცავთ

ამერიკულმა კომპანია Jeni’s Splendid Ice Creams-მა, რომელიც ნაყინს აწარმოებს, ორიგინალური დესერტი შექმნა.

ახალი ნაყინი თაფლს, პექტინს, ნაღებს, ასევე ფორთოხლისა და ლიმონის წვენს შეიცავს. მის შემადგენლობაში ასევე შედის ბურბონი და წიწაკა.

თაფლი სიმწარეს ანეიტრალებს. დესერტი შეიცავს გრიპის სამკურნალოდ შეუცვლელ ვიტამინ C-ს, ხოლო წიწაკა

სუნთქვას გიადვილებთ.

მწარმოებელთა თქმით, ნაყინი ცხარე არ არის, ის მხოლოდ ოდნავ წვავს. გემრიელი წამლის გაყიდვა თებერვალ-მარტის პერიოდში 12 დოლარად იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში არსებობს კაფე, სადაც კლიენტებს კამისა და შებოლილი ხორცის არომატის ნაყინებს სთავაზობენ, არსებობს ასევე ნივრის, ლუდისა და ქონდრის არომატის მქონე ნაყინი.

წყარო: topnews.ru

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს