ვერძი
ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც და პროფესიონალურ საქმიანობაშიც. გლობალური არაფერი მოხდება, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რომ უმნიშვნელო დეტალმაც კი არ დაგირღვიოთ სიმშვიდე.
კურო
რომანტიკული თავგადასავლების ხასიათზე ხართ. ფლირტი და გართობა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. არაჩვეულებრივად მომხიბლავი ხართ და არ გაგიჭირდებათ საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობა.
ტყუპი
დღევანდელი დღე გზასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ან თავად მოგიწიოთ საქმეების გამო გამგზავრებამ, ან უცხოელებს, შორეულ ნათესავებს დახვდეთ.
კირჩხიბი
თავდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა ნებისმიერ საქმიანობაში მოგიტანთ წარმატებას. მოსალოდნელია, დაწინაურება, ხელფასის მომატება ან ახალი პროექტის ხელმძღვანელობა.
ლომი
მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. არც საქმეებში და არც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ნუ დაელოდებით დახმარებას, ყველაფერი თავად უნდა მოაგვაროთ.