ქართული სამზარეულო მანჰეტენზე

ქართული სამზარეულო მანჰეტენზე

ქართული კერძები ნიუ-იორკში, კერძოდ კი ბრუკლინსა და მანჰეტენზე, საკმაოდ პოპულარულია.

ამის შესახებ ერთ-ერთი ამერიკელი ბლოგერი წერს.

ბლოგერი ქართულ კერძებს აღწერს. მისი თქმით, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც გემოსა და კულტურის გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. აქ ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთ ევროპული, ახლო აღმოსავლული და ხმელთაშუაზღვიური არომატები.

”ნიუ-იორკში ქართული რესტორნები, ძირითადად, ბრუკლინსა და მანჰეტენზეა წარმოდგენილი. მაგალითად, შარშან აქ Oda House გაიხსნა, ახლად გახსნილია ასევე Old Tbilisi Garden”, -წერს ბლოგერი.

მისი შეფასებით, ქართული კერძები, სახელწოდებებიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით საშიშად გამოიყურება. მაგრამ რესტორან Old Tbilisi Garden-ის მფლობელი ფიქრია ბასარია ამბობს, რომ ქართული კერძები ძალიან გემრიელია და მასში საშიშს ვერაფერს ნახავთ.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს