სამდღიანი დიეტა სწრაფი გახდომისა და ენერგიულობისთვის

სამდღიანი დიეტა სწრაფი გახდომისა და ენერგიულობისთვის

დიეტამ, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, 1965 წლიდან დღემდე სერიოზული გამოცდა გაიარა. ის წმენდს ორგანიზმს, სამ დღეში 5 კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა; ამასთან, მატებს ენერგიას და უნიკალური მეტაბოლური რეაქციის წყალობით დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

შემოთავაზებულ პროდუქტთა კომბინაციას ნამდვილად მაგიური ძალა აქვს: როგორც აღვნიშნეთ, ქმნის უნიკალურ მეტაბოლურ რეაქციას და ააქტიურებს ცხიმების წვას.

დიეტა სამდღიანია და მკაცრ რაციონს ითვალისწინებს. მთავარია, ზედმეტი არ ჭამოთ. ამასთან, არ ჭამოთ, თუ არ გშიათ, მაგრამ დიეტით გათვალისწინებული საუზმე, სადილი ან ვახშამი გიწევთ. დიეტის გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ 4-5 დღის შესვენების შემდეგ. დიეტის პროცესში ფიზიკური ვარჯიშები გათვალისწინებული არ არის.

პირველი დღე

საუზმე:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელის გამოყენებით, ნახევარი გრეიპფრუტი ან ნახევარი გრეიპფრუტის წვენი.

ერთი სადილის კოვზი არაქისის კარაქწასმული ერთი ნაჭერი გახუხული პური.

სადილი:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, ერთი ნაჭერი გახუხული პური. ცოტაოდენი თინუსი.

ვახშამი:

მცირეოდენი მწვანე ბარდა ან ლობიო, 100 გრამი ნებისმიერი მჭლე ხორცი ან წიწილა, 1 ვაშლი, 1-2 სტაფილო.

1 ჭიქა ვანილის ნაყინი.

მეორე დღე

საუზმე:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, 1 კვერცხი, 1 ნაჭერი გახუხული პური, ნახევარი ბანანი.

სადილი:

8 ცალი მარილიანი კრეკერი, ერთი მომცრო თეფში ხაჭო ან თინუსი.

ვახშამი:

2 სოსისი, ერთი მომცრო თეფში ბროკოლი ან სხვა კომბოსტო, ნახევარი ბანანი, 1-2 ცალი სტაფილო, ნახევარი ჭიქა ვანილის ნაყინი.

მესამე დღე

საუზმე:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, 5 ცალი ჩვეულებრივი კრეკერი, 1 ვაშლი, 30 გრამი ყველი.

სადილი:

ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი გახუხული პური.

ვახშამი:

ერთი მომცრო თეფში თინუსი, ერთი მომცრო თეფში ყვავილოვანი კომბოსტო, 1-2 ცალი სტაფილო, 1-2 ნაჭერი ნესვი (ნესვი, შემოსვლამდე, შეგიძლიათ მოხარშული გოგრით ან ანანასით ჩაანაცვლოთ), ნახევარი ჭიქა ვანილის ნაყინი.

ამ დიეტის პროცესში ნებადართულია დღეში 4 ჭიქა წყლის ან არაკალორიული სასმლის დალევა.

დიეტის შემდეგ ერთბაშად ნუ დაუბრუნდებით კვების ჩვეულ რაციონს. უმჯობესია, დაბალკალორიული საკვები შეარჩიოთ. შიგადაშიგ განტვირთვის დღეები მოიწყვეთ. არც ფიზიკური ვარჯიშები დაივიწყოთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გახდომის ნაცვლად შეიძლება, უფრო მოიმატოთ წონაში. დაბალკალორიული საკვები კი მრავალფეროვანია და შიმშილობა ნამდვილად არ მოგიწევთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს