დამარცხებული სიკვდილი – ორსულობის დროს გარდაცვლილ ქალს ექიმებმა შვილი "გააჩენინეს"

დამარცხებული სიკვდილი – ორსულობის დროს გარდაცვლილ ქალს ექიმებმა შვილი "გააჩენინეს"

ეს საოცარი შემთხვევა უნგრეთში მოხდა. 31 წლის ქალი ორსულობის მე-15 კვირაში იყო (დააახლოებით 4 თვის), რომ ტვინი გაეთიშა და პრაქტიკულად გარდაიცვალა. თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, არ გამოერთოთ სისტემიდან და ბავშვისთვის ამქვეყნად მოვლენის შანსი მიეცათ.

"მარტო ის კი არ გვქონდა მიზნად, რომ ბავშვი დაბადებულიყო, ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ის ჯანმრთელი გაჩენილიყო", - აღნიშნა ექიმმა, რომელიც მედიკოსთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ბავშვი მაინც ადრე დაიბადა – ორსულობის 27-ე კვირაში (ექიმების თვალთახედვით, ყველაზე კრიტიკული დრო 25 კვირამდეა - ბავშვმა ეს კრიტიკული პერიოდი მაინც გადალახა). ტვინის გარდაცვალებიდან ქალის სხეული კიდევ 92 დღე "აცოცხლეს".

იხილეთ სრულად

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა