ავტორი:

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. რამდენიმე საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლს დაშორდა. სალომე (სალი) სულხანიშვილზე მსახიობმა ორი წლის წინ იქორწინა. ის "აკვა პარკის" მეპატრონის, ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილია.

ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობდნენ და როგორც ლევანი ამბობს, ის მისი პირველი სიყვარული იყო. დაშორების შემდეგ სალომე ფეხბურთელზე გათხოვდა და გარკვეული პერიოდი ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.

ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და წყვილს შორის ურთიერთობაც განახლდა. საბოლოოდ ლევანმა, ბათუმელ გოგონასთან - ნინიკო ნაცარაშვილთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ ცოლად სალომე მოიყვანა.

ერთი წლის წინ წყვილს საერთო შვილი მიქაელი შეეძინა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, ბიზნესმენმა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს ყოფნა არჩია და ტელევიზიებით აღარ ჩნდება. ის აღარც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

ლევანისა და სალომეს განქორწინების შესახებ ინფორმაცია უარყო წყვილის საერთო მეგობარმა. მისი ინფორმაციით, ლევანი მეორე შვილს ელოდება და მეუღლესთან ერთად ბათუმში ისვენებს.

იგივე გვითხრა ბიზნესმენის დედამ, ნონა ჯიბღაშვილმაც:

- რას ამბობთ, რა ცოლს დაშორდა, დასასვენებლად არიან ერთად და სამ თვეში მეორე შვილი შეეძინებათ. გადასარევად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახი აქვთ. საუკეთესო რძალი მყავს, გარეგნობით, ხასიათით... მთელი პანდემია ერთად ვიყავით. ისე კი ხან კახეთშიც არიან, ხან თბილისში, ხანაც ბათუმში, მოკლედ, თვითონ სადაც უნდათ, იქ ატარებენ დროს. საქართველოში წარმატებულ და ნიჭიერ ხალხს ვერ იტანენ, ასეთები მარტო მკვდრები უყვართ. მადლობა უფალს, ვცხოვრობთ ბედნიერად, ჯანმრთელად... ვართ ჩვენთვის, აღარც ეკრანზე ვჩნდებით და არც სოციალურ ქსელში. ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი შრომით. ვშრომობთ სოფელშიც და ქალაქშიც. მადლობა ღმერთს, ჩემი რძალი გადასარევი გოგო და საუკეთესო ოჯახის შვილია, ულამაზესი და განათლებული.

- პირველი შვილიშვილი რა ასაკის არის?

- მიქაელი წლინახევრის არის და ახლა მეორეს ველოდებით. პროვოკაციებს რომ თავი ავარიდოთ, ამიტომ ვართ წყნარად... დაწერეთ აუცილებლად, რომ ქართველებს არ უყვართ გვერდით წარმატებული და ნიჭიერი ადამიანი, ასეთები უყვართ მხოლოდ მიცვალებულები. იმაზე დარდით კი არ უნდა დახარჯონ ენერგია, რატომ არის სხვა ბედნიერი, არამედ თავადაც უნდა იშრომონ. მე და სალომე არ ვართ რძალ-დედამთილი, მეგობრები ვართ და საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. გადასარევ შვილებს აჩენს და გვიყვარს ერთმანეთი. არავის ხელს არ ვუშლით და დაგვანებონ თავი.

პროვოკაციაში ერთხელ უკვე გახვიეს ლევანი. არ მიჯერებდა, რომ ვეუბნებოდი ადამიანებს ბოროტება უფრო მოსწონთ, ვიდრე სიკეთე-მეთქი. ხომ ნახეთ, პანდემიის დროს რა მოხდა, ადამიანები უბედურების დროს ამოუდგნენ მხარში და იმიტომ გადავიტანეთ მარტივად. როგორც კი ვიღაც ბედნიერი გამოგვერევა, მერე ვცდილობთ კისერში ვეცეთ და დავახრჩოთ, ამიტომ შევმცირდით 12 მილიონიდან ორ მილიონამდე. მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ და ვიზრდებით პოზიტივით. დღე და ღამე ვშრომობ, რომ ჩემს გარშემო ყველას დღესასწაული ჰქონდეს.

ბახმაროში სასწრაფო  დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს -  "გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა..."

რა საფრთხეს შეიცავს ხალი და შეიძლება თუ არა მისი მოშორება?

"ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ს მსახიობები დაქორწინებას აპირებენ